ვაშლი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q104819)
| ncbi =
}}
'''ვაშლი''' ({{lang-la|Malus}}) — ხე და ბუჩქოვან მცენარეთა გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] (Rasaceae) ოჯახისა. მოიცავს 33 ველურ სახეობას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. მცირე აზიასა და კავკასიაში ფართოდაა კულტივირებული აღმოსავლური ვაშლი (მაჟალო) (Malus Orientalis).
 
ველური ვაშლი ძვირფასი მასალაა ხილის გადასამუშავებელი მრეწველობისათვის. თესლს იყენებენ საძირეების მისაღებად, მასზე ამყნობენ ვაშლის კულტურულ ჯიშებს. ზოგი სახეობა გამოიყენება დეკორატიულ მცენარედ. ყველა ვაშლის ყვავილს საუცხოო [[ნექტარი]] აქვს. კულტურული ვაშლი 14 მ-მდე სიმაღლის ხეა. სხვადასხვა ჯიშის ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერილობა სხვადასხვაგვარია. წვრილნაყოფიანი ჯიშების ნაყოფი შეიძლება 25 გ-ზე ნაკლები იყოს, მსხვილნაყოფიანებისა 600 გ-მდე. ფორმის მიხედვით ნაყოფი მომრგვალო, ბრტყელი, ცილინდრული, კვერცხისებრი, წაგრძელებული ან ზარისებრია. ნაყოფის ზედაპირი გლუვია, წიბოიანი, ზოგჯერ ბორცვიანი კანის ძირითადი შეფერვა ცვალებადობს მომწვანოდან ყვითელსა და თეთრამდე. გარდა ძირითადი ფერისა, ნაყოფს აქვს მფარავი ფერი, რომელიც წარმოიქმნება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით. მფარავი ფერი შეიძლება იყოს ზოლებიანი ან მთლიანი, ის იცვლება ვარდისფერიდან ღია-წითელ ან მუქ-წითელ ფერამდე. ვაშლის რბილობი თეთრი, მომწვანო, ყვითელი ან ვარდისფერია. ვაშლი სინათლის მოყვარული, ტენისა და საკვები ნივთიერებების მომთხოვნი მცენარეა. მოჰყავთ მეხილეობის ყველა ზონაში სხვადასხვაგვარ ნიადაგზე.