ბანაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ისტორია ==
 
=== ადრეული პერიოდიდან მეორე მსოფლიო ომამდე ===
თავისი იზოლაციის გამო კუნძული ბანაბა ევროპელი ზღვაოსნებისათვის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა უცნობი. კუნძულის ადრეული ისტორიის შესახებ საკმაოდ ცოტა რემეა ცნობილი. მისი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მათი წინაპრები იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსულები. მეცნიერები კი კამათობენ იმ პერიოდის ადამიანის ადრეულ მიგრაციაზე. სავარაუდოდ, კუნძულ ბანაბას პირველი დასახლებულები იყვნენ შავკანიანები (ანუ ბატაბატა), რომლებსაც ჰქონდათ დანარჩენი მელანეზიელების ფიზიკური თვისებები. კუნძულის ხალხური თქმულებებით ბანაბას პირველი დასახლებულები, როგორც ყველა გილბერტის კუნძულისა, მოვიდნენ [[ვანუატუ]]დან. ესენი იყვნენ კუნძულ ტაბვევას მთავარი დასახლების «დაუნდობელი ხალხი» — მანგატი. ისინი მშვენივრად ფლობდნენ საბრძოლო ხელოვნებას და მაგიას. მათი საზღვაო მოგზაურობების შესახებ არანაირი წერილობითი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ისინი იყვნენ კუნძულებიდან გადმოსახლებულთა დიდი ნაკადის ნაწილი.
 
 
იაპონელმა ოფიცრებმა არ აღიარეს საკუთარი თავი მკვლელობაში დამნაშავედ, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ორი ოფიცერი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა მათ ჩამოხრჩობა. ამის შემდეგ სუძუკიმ მოსახლეობის მკვლელობის მთელი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და სასამართლოს სთხოვა შეეწყალებინათ იოსიო, რადგანაც ის მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებდა. საბოლოოდ ნარა იოსიოს მიუსაჯეს 25 წელი ციხეში პატიმრობა, სუძუკი ნაოომი კი ჩამოახჩეს.
 
=== ფოსფატებით ვაჭრობის შედეგები ===
ბანაბას კუნძულის მოსახლეობა ყოველთვის გამოდიოდა ფოსფატების მოპოვების სამუშაობის წინააღმდეგ და თვლიდნენ მას უკანონოდ. როდესაც კუნძულზე მიწა ყველას აღარ ყოფნიდა, კუნძულელები გადაასახლეს კუნძულ რამბიზე ფიჯიში 1947 წელს (სადაც ისინი იძულებული იყვნენ ეყიდათ მიწა საკუთარი ფულით). ზოგიერთი დაბრუნდა უკან კუნძულ ბანაბაზე.
 
ომის დამთავრებისთანავე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიამ კუნძულ ბანაბაზე განაახლა ფოსფატების მოპოვება. როგორც იტყობინებოდნენ, 1950 წელს მან ექსპორტი გაუკეთა 276 ათასი ტონა ფოსფატის ნედლეულს წელიწადში ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.
 
კუნძულ ბანაბას უხუცესთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მათ უნდა ჩაეტარებინათ რაიმე მოქმედება, რომ შეეჩერებინათ მათი კუნძულის ძარცვა, და მოეთხოვათ კომპენსაცია ბრიტანეთის ფოსფატების კომისიისაგან ან თვითონ ბრიტანეთია სამეფო გვირგვინისაგან. ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში გაიგზავნა კუნძულის წარმომადგენლები — პასტორი ტიტო და პასტორი ტებუკე. იქ კომპენსაციაზე უარის მიღების შემდეგ გაემართნენ ლონდონში, სადაც დაიქირავეს ადვოკატი და დედოფლის გადამდგარი კონსული, რომლებიც შემდგომში გაემგზავრენ კუნძულ რამბიზე და ბანაბაზე. საქმეზე მოსმენა დაიწყო 1976 წლის 8 აპრილს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში. სასამართლო პროცესი ბანაბის მოსახლეობას დაუჯდა £750 000. პროცესი გრძელდებოდა 221 დღე, შეგროვდა 10 000 დოკუმენტი. ბანაბის მოსახლეობა თხოულობდა კომპენსაციას თანხით £6 მილიონი და ფოსფატების მოპოვებისას განადგურებული ხეების დარგვას. ამ საქმემ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება მიიპყრო. მოსამართლეს დასჭირდა 4 თვე, რომ გამოეტანა ვერდიქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა რაიმე გადაწყვეტილებას ბანაბას მოსახლეობის სასარგებლოდ. საქმე გადაეცა დიდი ბრიტანეთის მთავრობას. უმოკლეს ვადაში ნაპოვნი იქნა 1913 წლის შეთანხმების ტექსტი წყნარი ოკეანიის ფოსფატების კომპანიასა და კუნძულის მოსახლეობას შორის, რომელშიც კუნძულ ბანაბას მიწის მფლობელები ნებას იძლეოდნენ ფოსფატების მოპოვების სამუშაოებზე, ხოლო შეთანხმების ტექსტში ეწერა შემდეგი სიტყვები: «სადაც კი შესაძლებელი იქნება».
 
1977 წლის მაისში თანამეგობრობის ქვეყნებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინეს, სამი ქვეყნის მთავრობა (დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია) გამოყოფს 10 მილიონ ავსტრალიურ დოლარს. ეს თანხა გამოყენებული იქნება ფონდის შესაქმნელად, რომელიც ბანაბის მოსახლეობის შემოსავლებს და თანხას მთლიანად დაიცავს, რომელიც ყოველწლიურად გამოეყოფა კუნძულ რამბის ხელმძღვანელთა საბჭოს და გამოიყენება კუნძულ ბანაბას მოსახლეობის ინტერესებისთვის. კუნძულ ბანაბას მოსახლეობას მიეცა უსაფრთხოებისა და სამართლიანობის გარანტია დაკარგული მიწების ნაცვლად. კუნძულელები ძირითადად დასახლდნენ კუნძულ რამბიზე, მიღებული კომპენსაცია დაიხარჯა განათლებაზე და ბავშვების სწავლაზე [[სუვა]]ში და ავსტრალიაში. კუნძულ ბანაბაზე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიას არასდროს არ დაურგია ხეები.
 
გილბერტის კუნძულების მთავრობას თანხა გამოუყო დიდმა ბრიტანეთმა. ყველა ეს თანხა მიდიოდა სახელმწიფო ანაკრებების დეპარტამენტში სარეზერვო ფონდების გასათანაბრებლად, რომელთა შემოსავლებიც წავიდა მთავრობის ფოსფორიტული წლების შემდგომ მიმდინარე ხარჯებში. ამ თანხის მცირე ნაწილი დაიხარჯა კუნძულ ბანაბაზე.
 
ბანაბის კუნძულის კულტურა და ენა ძირითადად ისეთია, როგორიც კირიბატელი ხალხის, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. შედეგად კუნძულ ბანაბას მოსახლეობა ითხოვს დამოუკიდებლობას.
 
=== თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე ===