ბანაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[[მეორე მსოფლიო ომი]]ს საბრძოლო მოქმედებები ბანაბას და [[ნაურუ]]ს კუნძულებზე დაიწყო გერმანელი მფრინავების შეტევებით 1940 წელს. იაპონელთა პირველი შეტევა ასევე განხორციელდა კუნძულ ბანაბაზე. ამერიკულ საზღვაო ბაზა [[პერლ-ჰარბორი|პერლ-ჰარბორზე]] შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ იაპონელებმა კუნძულზე ჩამოაგდეს 6 ბომბი. ამ შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და შენობების ნგრევა, მაგრამ მომდევნო დღეს განახლდა კუნძულის დაბომბვა, რის შედეგადაც დაინგრა ახალი სამთავრობო შენობა, მექანიკური საამქრო და ბრიტანული ფოსფატების კომპანიის შენობა (British Phosphate Commission). როგორც ცნობილია, ბანაბას კუნძულის რადიოსადგური იყო გილბერტის კუნძულების სანაპირო დაცვის მთავარი სადგური. ამიტომ ვარაუდობენ, რომ იაპონიის ავიაციის საჰაერო შეტევების ძირითადი მიზანი იყო ამ რადიოსადგურის განადგურება. მიუხედავად ამისა, ის გადაურჩა დაზიანებას და განაგრძობდა მუშაობდას იაპონელთა კუნძულზე გადასხდომისა და მის დაპყრობამდე.
 
1941 წლის ივლისში იაპონიასთან ომის მოლოდინში ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ევაკუაცია მოახდინეს კუნძულ ბანაბაზე მომუშავე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიის თანამშრომლების ყველა ცოლითანამშრომლის ცოლების და შვილებიშვილების ევაკუაცია მოახდინეს. მათ წასაყვანად მოცურდნენ ავსტრალიის სავაჭრო გემები «ვიტო» და «კენილვორტი», რომელთაც იცავდა შეიარაღებული სავაჭრო კრეისერი «ვესტრალია». დეკემბერში იაპონელთა შეტევების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება გაეგრძელებინათ დანარჩენი ევროპელების ევაკუაცია. გილბერტის, ელისის და ბანაბას კუნძულების მოსახლეობაზემოსახლეობა ყველამ დაივიწყა, რადგან ჩათვალეს, რომ იაპონელთა მიერ მათი დაპყრობის შემდეგ ისინი განსაკუთრებით არ დაზარალდებოდნენ. თებერვლის ბოლოს ფრანგულმა ესმინეცმა «ლა ტრიომფანმა» მოახდინა ევროპელების ევაკუაცია კუნძულებიდან ბანაბა და ნაურუ.
 
1941 წლის 24 აგვისტოს იაპონიის ფლოტის მთავარსარდალმა ადმირალმა იამამოტომ, გასცა ბრძანება გასცა მეოთხე ფლოტილიას დაეპყრო კუნძულები [[აბემამა]], ბანაბა და ნაურუ. 24 აგვისტოს 24-ე საჰაერო ფლოტილიის ცხრა თვითმფრინავმა დაბომბა კუნძული ბანაბა, ხოლო ორმა ესმინეცმა «არიაკემ» და «იუგურემ» მათ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. 26 აგვისტოს ესმინეც «იუგურედან» კუნძულზე გადასხდა იაპონიის ჯარი ესმინეც «იუგურედან».
 
იაპონიის ჯარების მიერ კუნძულის დაპყრობამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუარესება. კუნძულის დაპყრობიდან სულ ცოტა ხანში იაპონელებმა დაიწყეს მისი გამაგრება ადგილობრივი მოსახლეობის მონური შრომის ხარჯზე.
როგორმე რომ შეემსუბუქებინათ საკვების დეფიციტი კუნძულზე, მისი მაცხოვრებლები გადაჰყავდათ სხვა კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დიდი საფრთხე გემების განადგურებისა. მოსახლეობის უმრავლესობა გადაიყვანეს კუნძულ ნაურუზე, ნაწილი კი ტარავაზე ან [[კუსაიე]]ზე ([[კაროლინის კუნძულები]]). ყველა ქალი და ბავშვი გადაასახლეს კუნძულიდან. იაპონელებმა დატოვეს მხოლოდ 150 მამაკაცი, რომლებიც ეხმარებოდნენ საკვების მოპოვებაში. მაგრამ იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ 1945 წლის აგვისტოში, კუნძულის ყველა მაცხოვრებელი დაყვეს 6 ჯგუფად, ხოლო შემდეგ დახვრიტეს.
 
როდესაც კუნძულ ბანაბაზე გადასხდნენ მოკავშირეები, მათ აღმოაჩინეს კუნძულზე აღმოაჩინეს მხოლოდ იაპონელები, ხოლორომლებმაც ადგილობრივ მოსახლეობაზე მათ უთხრეს, რომ ისინი ევაკუირებულნი იყვნენ. სიმართლე მალე გაირკვა, როცა ერთადერთი გადარჩენილი 28 წლის ნიკანაუ კაბუნარე გამოვიდა სამალავიდან. მასაც ესროლეს, მაგრამ იაპონელებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ ის მოკვდა. სინამდვილეში ტყვია მას არ მოხვედრია, მან თავი მოიმკვდარუნა და მთელი სამი თვე იმალებოდა გამოქვაბულში. ის იქიდან მხოლოდ ღამით, ჩუმად გამოდიოდა საკვების საშოვნელად.
 
თავიდან იაპონელებს ბრალი დასდეს კუნძულის მოსახლეობის მკვლელობაში, ეყრდნობოდნენ იმას, რომ ეს გაკეთებული იყო იმისთვის, რათა მხოლოდ მათ შეძლებოდათ კუნძულის ღარიბი საკვების და წყლის რესურსების გამოყენება.