ბანაბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 93:
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყებისთანავე კუნძულ ბანაბას მამაკაცების უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღოთ საბრძოლო მოქმედებებში ბრიტანეთის მხარეზე, მაგრამ კომპანიამ მათ უარი უთხრა. ომის დროს ფოსფატების მოპოვება გრძელდებოდა. მაგრამ 1920 წლის ივლისში გაზეთმა «ლონდონ ტაიმსმა» დაბეჭდა, რომ წყნარი ოკეანის ფოსფატების კომპანიას ელოდებოდა გაკოტრება. ელოდებოდნენ კომისიონერთა საბჭოს და ბრიტანეთის ფოსფატების კომისიის, რომელმაც გაყიდა კომპანია შეკრებას. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის ფოსფატების კომისიამ ალბერტ ელისის მონაწილეობით ახალზელანდიური კომისიონერის დარგში გადაწყვიტა მიეცა ბანაბას კუნძულების გუანო დაბალ ფასებში ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ფერმერებისთვის. ფოსფატების ნედლეულის ფართემასშტაბიანი მოპოვება კუნძულ ბანაბაზე გრძელდებოდა 1940 წლამდე.
 
=== კუნძული მეორე მსოფლიო ომის დროს ===
== თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე ==
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს საბრძოლო მოქმედებები ბანაბას და [[ნაურუ]]ს კუნძულებზე დაიწყო გერმანელი მფრინავების შეტევებით 1940 წელს. იაპონელთა პირველი შეტევა ასევე განხორციელდა კუნძულ ბანაბაზე. ამერიკულ საზღვაო ბაზა [[პერლ-ჰარბორი|პერლ-ჰარბორზე]] შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ იაპონელებმა კუნძულზე ჩამოაგდეს 6 ბომბი. ამ შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და შენობების ნგრევა, მაგრამ მომდევნო დღეს განახლდა კუნძულის დაბომბვა, რის შედეგადაც დაინგრა ახალი სამთავრობო შენობა, მექანიკური საამქრო და ბრიტანული ფოსფატების კომპანიის შენობა (British Phosphate Commission). როგორც ცნობილია, ბანაბას კუნძულის რადიოსადგური იყო გილბერტის კუნძულების სანაპირო დაცვის მთავარი სადგური. ამიტომ ვარაუდობენ, რომ იაპონიის ავიაციის საჰაერო შეტევების ძირითადი მიზანი იყო ამ რადიოსადგურის განადგურება. მიუხედავად ამისა, ის გადაურჩა დაზიანებას და განაგრძობდა მუშაობდას იაპონელთა კუნძულზე გადასხდომისა და მის დაპყრობამდე.
 
1941 წლის ივლისში იაპონიასთან ომის მოლოდინში ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ევაკუაცია მოახდინეს კუნძულ ბანაბაზე მომუშავე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიის თანამშრომლების ყველა ცოლი და შვილები. მათ წასაყვანად მოცურდნენ ავსტრალიის სავაჭრო გემები «ვიტო» და «კენილვორტი», რომელთაც იცავდა შეიარაღებული სავაჭრო კრეისერი «ვესტრალია». დეკემბერში შეტევების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება გაეგრძელებინათ დანარჩენი ევროპელების ევაკუაცია. გილბერტის, ელისის და ბანაბას კუნძულების მოსახლეობაზე ყველამ დაივიწყა, რადგან ჩათვალეს, რომ იაპონელთა მათი დაპყრობის შემდეგ ისინი განსაკუთრებით არ დაზარალდებოდნენ. თებერვლის ბოლოს ფრანგულმა ესმინეცმა «ლა ტრიომფანმა» მოახდინა ევროპელების ევაკუაცია კუნძულებიდან ბანაბა და ნაურუ.
 
1941 წლის 24 აგვისტოს იაპონიის ფლოტის მთავარსარდალმა ადმირალმა იამამოტომ, გასცა ბრძანება მეოთხე ფლოტილიას დაეპყრო კუნძულები [[აბემამა]], ბანაბა და ნაურუ. 24 აგვისტოს 24-ე საჰაერო ფლოტილიის ცხრა თვითმფრინავმა დაბომბა კუნძული ბანაბა, ხოლო ორმა ესმინეცმა «არიაკემ» და «იუგურემ» მათ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. 26 აგვისტოს კუნძულზე გადასხდა იაპონიის ჯარი ესმინეც «იუგურედან».
 
იაპონიის ჯარების მიერ კუნძულის დაპყრობამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუარესება. კუნძულის დაპყრობიდან სულ ცოტა ხანში იაპონელებმა დაიწყეს მისი გამაგრება ადგილობრივი მოსახლეობის მონური შრომის ხარჯზე.
 
იაპონელებმა დაიპყრეს კუნძული ბანაბა იმიტომ, რომ არ შეეშვათ იქ თავისი მოკავშირეები. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე ფოსფატების საბადოებზე ბრიტანეთის ფოსფატების კომისიის პერსონალმა მოაწყო საბოტაჟი, ამ დროს იაპონელებს არც უცდიათ დაეპყროთ საბადო. იაპონელების ოკუპაციის მიზანი იყო მხოლოდ სტრატეგიული ხასიათის. იაპონელებმა საჩქაროდ გაამაგრეს კუნძული, შექმნეს მოედნები ზარბაზნებისათვის და სატყუარები ნაპირზე, მოწინააღმდეგის კუნძულზე გადმოსხდომის საწინააღმდეგოდ. კუნძულ ბანაბაზე არ არსებობდა პორტი, ასევე არც უცდიათ აეშენებინათ აეროდრომი, ამიტომ კუნძული გახდა იზოლირებული ციხე-სიმაგრე იაპონელთათვის არანაირი განსაკუთრებული პრაქტიკული საჭიროების მქონე.
 
როგორმე რომ შეემსუბუქებინათ საკვების დეფიციტი კუნძულზე, მისი მაცხოვრებლები გადაჰყავდათ სხვა კუნძულებზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დიდი საფრთხე გემების განადგურებისა. მოსახლეობის უმრავლესობა გადაიყვანეს კუნძულ ნაურუზე, ნაწილი კი ტარავაზე ან [[კუსაიე]]ზე ([[კაროლინის კუნძულები]]). ყველა ქალი და ბავშვი გადაასახლეს კუნძულიდან. იაპონელებმა დატოვეს მხოლოდ 150 მამაკაცი, რომლებიც ეხმარებოდნენ საკვების მოპოვებაში. მაგრამ იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ 1945 წლის აგვისტოში, კუნძულის ყველა მაცხოვრებელი დაყვეს 6 ჯგუფად, ხოლო შემდეგ დახვრიტეს.
 
როდესაც კუნძულ ბანაბაზე გადასხდნენ მოკავშირეები, მათ აღმოაჩინეს კუნძულზე მხოლოდ იაპონელები, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობაზე მათ უთხრეს, რომ ისინი ევაკუირებულნი იყვნენ. სიმართლე მალე გაირკვა, როცა ერთადერთი გადარჩენილი 28 წლის ნიკანაუ კაბუნარე გამოვიდა სამალავიდან. მასაც ესროლეს, მაგრამ იაპონელებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ ის მოკვდა. სინამდვილეში ტყვია მას არ მოხვედრია, მან თავი მოიმკვდარუნა და მთელი სამი თვე იმალებოდა გამოქვაბულში. ის იქიდან მხოლოდ ღამით, ჩუმად გამოდიოდა საკვების საშოვნელად.
 
თავიდან იაპონელებს ბრალი დასდეს კუნძულის მოსახლეობის მკვლელობაში, ეყრდნობოდნენ იმას, რომ ეს გაკეთებული იყო იმისთვის, რათა მხოლოდ მათ შეძლებოდათ კუნძულის ღარიბი საკვების და წყლის რესურსების გამოყენება.
 
მეთაური ოფიცერი — სუძუკი ნაოომი წარდგა სასამართლოს წინაშე, როდესაც რაბაულას (ახალი გვინეა) ავსტრალიელი სამხედროების ინიციატივით დაიწყო სასამართლო პროცესი სამხედრო დანაშაულების სფეროში 1946 წლის აპრილში. სუძუკი ნაოომის და უმცროს ოფიცერს ნარა იოსიოს ბრალი წაუყენეს 1945 წლის 20 აგვისტოს კუნძულ ბანაბას ადგილობრივი მოსახლეობის მკვლელობაში.
 
იაპონელმა ოფიცრებმა არ აღიარეს საკუთარი თავი მკვლელობაში დამნაშავედ, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ორი ოფიცერი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა მათ ჩამოხრჩობა. ამის შემდეგ სუძუკიმ მოსახლეობის მკვლელობის მთელი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და სასამართლოს სთხოვა შეეწყალებინათ იოსიო, რადგანაც ის მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებდა. საბოლოოდ ნარა იოსიოს მიუსაჯეს 25 წელი ციხეში პატიმრობა, სუძუკი ნაოომი კი ჩამოახჩეს.
 
=== თანამედროვე სიტუაცია კუნძულზე ===
ფიჯიზე კუნძულ რამბის ხელმძღვანელთა საბჭო ყოველთვიურად გამოყოფს კუნძულ ბანაბასათვის დახმარებას $12 000 რაოდენობით. კირიბატის რესპუბლიკის სამთავრობო ასამბლეაში არსებობს 2 წარმომადგენელი კუნძულ ბანაბიდან. კუნძულის მოსახლეობა ასევე არ კარგავს მომავალში დამოუკიდებლობის მიღების იმედს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის მოსახლეობას აქვს საზოგადოებრივი სტატუსი, მათ მაინც არანაირად არ შეუძლიათ აკონტროლონ თავისი მიწები და მომავალი. კუნძულის მეორე მთავარი საკითხია ჯანდაცვა და განათლება.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბანაბა“-დან