ჰოგვორტსის პერსონალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
 
პომონა სპრაუტი დაიბადა [[1931]] ან [[1941]] წლის [[15 მაისი|15 მაისს]] [[გაერთიანებული სამეფო|დიდ ბრიტანეთში]] ან [[ირლანდია|ირლანდიაში]]. სწავლობდა ჰაფლპაფის კლუბში. იგი გამოირჩეოდა შესაძლებლობებით არა მარტო ჰერბოლოგიაში, არამედ შელოცვებსა და ტრანსფიგურაციაშიც. პროფესორი სპრაუტი მასწავლებელი სავარაუდოდ 1950-იან წლებში გახდა. მან სკოლა [[2014]] წელს დატოვა. იგი შეცვალა მისმა ერთ-ერთმა საუკეთესო მოსწავლემ, [[ნევილ ლონგბოტომი|ნევილ ლონგბოტომმა]].
 
== სევერუს სნეიპი ==
 
'''სევერუს სნეიპი''' - შხამ-წამლების ოსტატი და სლიზერინის კლუბის ხელმძღვანელი. შემდეგში - ბნელი ძალებისაგან თავდაცვის პროფესორი და დირექტორი. სწავლისას იგი ცნობილი გახდა ბნელი ძალებისა და საშიში შელოცვებისადმი ინტერესით. ჯერ კიდევ სწავლის დასრულებამდე გამოიგონა უამრავი შელოცვა. სნეიპი სრულწლოვანიც არ იყო, როდესაც აღმოაჩინა შხამ-წამლების მომზადების ჩვეულებრივზე გაცილებით უკეთესი მეთოდები. იგი არ ეთანხმებოდა სტანდარტულ წესებს და ცდილობდა, აღმოეჩინა საშუალებები უფრო კარგი შედეგის მისაღებად. წიგნის [[ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი|მეექვსე ნაწილში]] [[ჰარი პოტერი|ჰარი პოტერს]] შემთხვევით ჩაუვარდება ხელში სნეიპის შხამ-წამლების სახელმძღვანელო. ჰარი მიჰყვება სევერუსის მიერ წიგნში ჩაწერილ რჩევებს და იღებს საოცარ შედეგს, რის გამოც შხამ-წამლების იმჟამინდელი მასწავლებლის, [[ჰორაციუს სლაგჰორნი|ჰორაციუს სლაგჰორნის]] ფავორიტი ხდება. თავად სნეიპი სლაგჰორნის შექმნილი კლუბის წევრი იყო სწავლის პერიოდში.
 
=== ბიოგრაფია ===
 
სევერუს სნეიპი [[1960]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] დაიბადა ობობას ჩიხში, ინგლისში. დედამისი, ეილინ პრინცი, ჯადოქარი იყო, მამა - ტობიას სნეიპი - მაგლი. ჰოგვორტსში სწავლის დამთავრების შემდეგ იგი [[სიკვდილის მხვრელი|სიკვდილის მხვრელთა]] რიგებს შეუერთდა. [[1980]] წლის დასაწყისში მან სოფელ [[ჰოგსმიდი|ჰოგსმიდში]] მოისმინა [[სიბილ ტრელოუნი|სიბილ ტრელოუნის]] მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების ნაწილი. ამ წინასწარმეტყველების მიხედვით წლის მეშვიდე თვეს დაიბადებოდა ბავშვი, რომელსაც ვოლდემორი აღბეჭდავდა თანასწორად. "ვერც ერთი მათგანი ვერ პოვებს სიმშვიდეს, სანამ ცოცხალი იქნება მეორე" - ნათქვამი იყო წინასწარმეტყველების ბოლოს. სნეიპმა ვოლდემორს წინასწარმეტყველების ის ნაწილი შეატყობინა, რომლის მოსმენაც მოახერხა. ვოლდემორმა თავის თანასწორად [[ჰარი პოტერი]] მიიჩნია და მისი მოკვლა გადაწყვიტა. ჰარის დედა, [[ლილი ევანსი]], სნეიპს ბავშვობიდანვე უყვარდა და მისი სიკვდილის შიშით ალბუს დამბლდორს სთხოვა, გადაემალა პოტერების ოჯახი. ბნელმა ბატონმა პოტერებს [[გოდრიკ ჰოლოუ|გოდრიკ ჰოლოუში]] მიაკვლია მათი მეგობრის, [[პიტერ პეტიგრიუ|პიტერ პეტიგრიუს]] ღალატის წყალობით და ლილი და ჯეიმს პოტერები დახოცა. ლილის დაცვის წყალობით ჰარი სიკვდილს გადაურჩა. ამის შემდეგ სნეიპი გახდა დამბლდორის ჯაშუში. [[1981]] წელს იგი შხამ-წამლების მასწავლებელი გახდა. ვოლდემორის დაბრუნების შემდეგ პროფესორი სნეიპი [[ფენიქსის ორდენი|ფენიქსის ორდენის]] წევრი გახდა, ამასთანავე, დაარწმუნა ვოლდემორი თავის ერთგულებაში და გახდა ორმაგი აგენტი. [[1996]]-[[1997]] წლებში სნეიპმა ბნელი ძალებისაგან თავდაცვის მასწავლებლის პოსტი დაიკავა, ხოლო ვოლდემორის მმართველობისას დირექტორი გახდა. სნეიპი [[1998]] წლის 2 მაისს ვოლდემორის ბრძანებით მოკლა ნაგინიმ.
== რესურსები ინტერნეტში ==