აღმოსავლეთ ევროპის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
კარბონული ასაკის დანალექ ქანთა წყების ზედა სართული ქვანახშირის ფენებს შეიცავს. ესაა დონეცისა და პეჩორის მაღალხარისხოვანი ქვანახშირის აუზები და [[მოსკოვი]]ს ახლომდებარე ნაკლებად ძვირფასი მურა ნახშირის აუზი. აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ბევრ რაიონშია ნავთობისა და გაზის საბადოები (პეჩორის, ვოლგისა და ურალის აუზებსა და [[უკრაინა]]ში. გარდა ამისა, ამ ქანებში აირს ფოსფორატები, კალიუმის მარილი და ქვამარილი. ჩრდილოეთისა და დასავლეთის უზარმაზარ დაჭაობებულ სივრცეებზე ტორფის დიდი მარაგია.
 
აღმოსავლეთ ევროპის ვაკის აბსოლიტურიაბსოლუტური სიმაღლე 100-დან 200 მეტრამდეა. ვაკეზე შეფარდებითი სიმაღლეები ჩვეულებრივ რამდენიმე ათეული მეტრის ფარგლებში მერყეობს. ვაკის მაქსიმალური სიმაღლე 1191 მეტრია (მთა იუდიჩვუმჩორი).
 
აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის კრისტალური საძირკვლის უსწორმასწორობები ქმნის აღმოსავლეთ ევროპის ვაკის რელიეფის დიდ თანამედროვე ფორმებს, მაგალითად, ხიბინის მთებს კოლის ნახევრაკუნძულზე, შუა რუსეთის, პოდოლისა და დნეპრისპირა მაღლობებს. ვაკის სხვა ამაღლებული ნაწილები — ჩრდილოეთის ბაქობები, ვოლგისპირა მაღლობი, ობჩი სირტი — წარმოიქმნენ იმ დანალექი ქანების დამრეცად დანაოჭების შედეგად, რომლებიც საძირკველს ფარავენ. ტიმანისა და დონეცის ჭიუხები დანგრეულ ძველ მთათა სისტემების ნაშთებია.