თბილისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
პორტალი
ხაზი 76:
 
===XIX საუკუნე===
XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში აღმავლობის პერიოდი დადგა. 20-40-იან წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები ([[ალექსანდრე ჭავჭავაძე|ა. ჭავჭავაძე]], [[გრიგოლ ორბელიანი|გ. ორბელიანი]], [[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ნ. ბარათაშვილი]] და სხვა). 40-იან წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს (გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე და სხვა); 60-იან წლებში ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდნენ [[თერგდალეულები|"თერგდალეულები"]] ([[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭვაძე]], ა. წერეთელი და სხვა), რომლებმაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს ქართული კრიტიკული რეალიზმი. 80-იანი წლებიდან თბილისში სხვადსხვა დროს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ [[ვაჟა-ფშაველა]], ალ. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. ნინოშვილი, დ. კლდიაშვილი, [[შიო არაგვისპირელი|შ. არაგვისპირელი]], ი. ევდოშვილი და სხვა; 1894 წლიდან - პირველი მარქსისტული კულტურულ საზოგადოებრივი ჯგუფის "[[მესამე დასი]]ს" წევრები.
 
1917 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდნენ ქართული [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტური]] ჯგუფის წევრები - "[[ცისფერყანწელები]]". 1920-იანი წლების დასაწყისში აქ აღმოცენდა [[აკადემიური მწელობის კავშირი|"აკადემიური მწელობის კავშირი"]], [[ფუტურისტ-ლეფელები|"ფუტურისტ-ლეფელებისა"]] და [[პროლეტარული მწერლობა|"პროლეტარული მწერლობის"]], ხოლო 1927-1928 - [[არიფიონი|"არიფიონის"]] ლიტერატურული დაჯგუფებანი. საქართველოს მწერალთა I და II ყრილობებმა (1926, 1928) საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა მწერლობის ერთიან ბანაკს ([[მწერალთა კავშირი]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თბილისი“-დან