გვინეა-ბისაუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Coat_of_arms_of_Guinea-Bissau.svg შეიცვალა Emblem_of_Guinea-Bissau.svg-ით)
No edit summary
ხაზი 56:
 
'''გვინეა-ბისაუ''', ოფიციალური სახელწოდება: '''გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა''', არის ქვეყანა [[დასავლეთ აფრიკა]]ში, და კონტინენტურ აფრიკის ერთ-ერთი პატარა ერი. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება [[სენეგალი]], სამხრეთ-აღმოსავლეთით [[გვინეა]], ხოლო ქვეყნის დასავლეთით [[ატლანტის ოკეანე]]ა. უწინ იგი [[პორტუგალია|პორტუაგალიის]] [[კოლონია]] იყო და [[პორტუგალიური გვინეა]]ს სახელით იყო ცნობილი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დედაქალაქის სახელწოდება — [[ბისაუ]] ქვეყნის სახელწოდებას მიემატა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ ქვეყნისა და [[გვინეა|გვინეას რესპუბლიკის]] ერთმანეთისგან გარჩევა.
 
== ბუნება ==
კონტინენტური ნაწილი ბრტყელი, ზოგან დაჭაობებული დაბლობია. სანაპირო ხაზი ძლიერაა დანაწევრებული მდინარეთა [[ესტუარი|ესტუარებით]]. ჰავა ეკვატორულ-მუსონურია, ზაფხული წვიმიანი, ზამთარი მშრალი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 24°C-ია, ივლისის 26°C. ნალექები სანაპიროზე 2 000 მმ-ია წელიწადში, ქვეყნის შიგნით - 1 200 - 1 500 მმ. მდინარეები მოკლე და წყალუხვია. მცენარეულობა - ტყესავანიდან მარადმწვანე ნოტიო ტროპიკულ ტყეებში გარდამავალი. ტყეებში ბინადრობს [[მაიმუნები|მაიმუნი]], [[კამეჩები|კამეჩი]], [[ჯიქი]], [[გარეული ღორი]], [[გველები|გველი]]; ბევრია ფრინველი.
 
== ისტორია ==
გვინეა-ბისაუს ხალხთა ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ნაკლებადაა შესწავლილი. XV საუკუნეში აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე პორტუგალიელები გამოჩნდნენ, რომლებმაც თანამედროვე გვინეა-ბისაუს ტერიტორია მონებით ვაჭრობის პუნქტად აქციეს. XIX საუკუნის ბოლოს გვინეა-ბისაუ [[საფრანგეთი|საფრანგეთისა]] და [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებული სამეფოს]] მეტოქეობის ობიექტი გახდა. მათ შორის წინააღმდეგობამ ხელი შეუწყო პორტუგალიას შეენარჩუნებინა თავისი კონტროლი გვინეა-ბისაუს ტერიტორიაზე (საბოლოოდ გვინეა-ბისაუს საზღვრები დადგინდა 1866 წლის 12 მაისის საფრანგეთ-პორტუგალიის ხელშეკრულებით). 1879 წელს გვინეა-ბისაუ ცალკე კოლონია გახდა (მანამდე მას მართავდა მწვანე კონცხის კუნძულებზე პორტუგალიის კოლონიის გუბერნატორი).
 
1973 წლის 24 სექტემბერს მედინა-დუ-ბუეს რაიონში ეროვნულმა კრებამ გვინეა-ბისაუს რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა; მიიღეს ქვეყნის პირველი [[კონსტიტუცია]]; შეიქმნა ხელისუფლების ორგანოები. 1974 წლის დასაწყისისათვის გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა ცნო 82 სახელმწიფომ. ამავე წელს ქვეყანა [[გაერო|გაეროში]] მიიღეს.
 
== ლიტერატურა ==
* {{ქსე|3|145-146}}
 
{{Commons|Guinea-Bissau|გვინეა-ბისაუ}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გვინეა-ბისაუ“-დან