ძველი ინგლისური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
No edit summary
ხაზი 18:
'''ძველი ინგლისური ენა''' ანუ '''ანგლო-საქსური პერიოდი''' აღნიშნავს [[ინგლისური ენა|ინგლისური ენის]] განვითარების ისტორიულად განვლილ ერთ-ერთ პერიოდს, მოიცავს დროის მონაკვეთს დაახლ. [[449]] წლიდან [[1066]] წლამდე, ნაწილობრივ [[1100]] წლამდეც კი. ანგლო-საქსური პერიოდი ინგლისური ენის განვითარების საწყის საფეხურს წარმოადგენს.
 
დღევანდელი [[ინგლისი]]ს ტერიტორიაზე [[V საუკუნე]]ში გადმოსახლებული [[ანგლები]]ს, [[საქსები]]სა და [[იუტები]]ს ენების ან [[დიალექტი|დიალექტების]] შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა [[ენა (ენათმეცნიერება)|ენა]], რომელიც თანამედროვე ინგლისურის [[ფუძე-ენა]]ს წარმოადგენს.
 
ძველინგლისური პერიოდიდან შემონახული [[ტექსტოლოგია|ტექსტების]] ენის აღსანიშნავად ზოგჯერ ამჯობინებენ თქვან ''ანგლო-საქსური (ტექსტების) ენა''. ამგვარი ცნებობრივ-ტერმინოლოგური დიფერენცირება აუცილებელი ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც სიტყვათშეხამება ძველი ინგლისური ენა ან ძველი ინგლისური პერიოდი მრავალმნიშვნელოვნად გაიგება. გარდა ამისა, ტერმინით ''ანგლო-საქსური'' აღნიშნავენ დღევანდელი [[ინგლისი]]ს ტერიტორიაზე მცხოვრებ [[ანგლო-საქსები]]ს კულტურასაც.