დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 420:
**ui-ს ალტერნატიული მოძველებული ფორმებია uij და uy, რომლებიც დღეს მხოლოდ საკუთარ სახელებში გვხვდება.
*z — ზ: Dozy — დოზ-ი.
 
==გაითვალისწინეთ!==
რიგ შემთხვევაში, უცხოური საკუთარი სახელების ქართული დაწერილობა და წარმოთქმა ტრადიციითაა განპირობებული. მაგ; ფრანგ. Paris - პარიზი (და არა პარი), Hugo - ჰიუგო (და არა: იუგო), Marat - მარატი (და არა: მარა), ინგლ. Darwin - (და არა: დარუინი), Shakespeare - შექსპირი (და არა: შეიქსპირი ან შეიქსპიარი), Washington - ვაშინგტონი (და არა: უოშინგტონი) და ა.შ.
 
უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს, ps - ფს, ct - ქტ, (და არა: კს, კტ)
უცხო წარმოშობის სიტყვებში ასევეა: ქშ, ფშ, ფჩ, ფც (და არა: კშ, პშ, კჩ, პჩ, პც): ინგლ. Jorkshire - იორქშირ-ი, New Hampshire - ნიუ-ჰემფშირ-ი, პოლონ. Przybyszewski - ფშიბიშევსკი, Lapczinski - ლაფჩინსკი, kszisztof - ქშიშტოფ-ი, Leipzig - ლაიფციგ-ი და ა.შ.
 
განმტკიცებული ტრადიციის მიხედვით დავას აღარ იწვევს ის, რომ სიტყვა (და, კერძოდ, საკუთარი სახელი), რომელშიც გაორმაგებული თანხმოვანია, ქართულში გადმოდის ერთი თანხმოვნით: ll - ლ, mm - მ, nn - ნ, rr - რ, tt - ტ და ა.შ.
 
ფრანგ. Apollinnaire - აპოლინერ-ი, Cézanne - სეზან-ი, Massenet - მასნე, ინგლ. Sierra-Nevada - სიერა-ნევადა, გერმ. Wassermann - ვასერმან-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი, იტალ. Dallapiccola - დალაპიკოლა და ა.შ.