ბენინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 179 interwiki links, now provided by Wikidata on d:q962 (translate me)
No edit summary
ხაზი 48:
|სქოლიო=
}}
'''ბენინი''' ({{lang-fr|Bénin}}), '''ბენინის რესპუბლიკა''' ({{lang-fr|République du Bénin}}, [[1975]] წლამდე '''დაჰომეა''') — სახელმწიფო [[დასავლეთი აფრიკა|დასავლეთ აფრიკაში]]. აქვს საზღვაო გასასვლელი [[გვინეის ყურე]]ში. დედაქალაქი [[პორტო-ნოვო]], მთავრობა მდებარეობს ქვეყნის უდიდეს ქალაქ [[კოტონუ]]ში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[ბურკინა-ფასო]] და [[ნიგერი]], აღმოსავლეთიდან - [[ნიგერია]], დასავლეთიდან - [[ტოგო]].
 
== ბუნება ==
ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს პლატოს (სიმაღლე 500 მ-მდე). ქვეყნის უმაღლესი წერტილი (635 მ) მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ატაკორის მთაგრეხილზე. სამხრეთით ზღვისპირა დაბლობია. სანაპირო ხაზი ნაკლებად დანაწევრებულია. დაბლობზე ჰავა ეკვატორულია. წვიმის სეზონი ორჯერ დგება. წლის განმავლობაში ტემპერატურა უმნიშვნელოდ იცვლება. ნალექები აღმოსავლეთ ნაწილში 800-დან 1 300 მმ-მდეა წელიწადში. ჩრდილოეთ ნაწილში ჰავა ეკვატორულ-მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 24°C-ია, ივლისისა - დაახლოებით 30°C. ნალექები 1 000-დან 1 500-2 000 მმ-მდეა წელიწადში.
 
მთავარი მდინარეა ვემე (ჩაედინება [[გვინეის ყურე|გვინეის ყურეში]], რომელიც შესართავიდან მხოლოდ 200 კმ-ზეა სანაოსნო. ჭარბობს წითელი ლატერიტული, სამხრეთში - წითელ-ყვითელი ლატერიტული ნიადაგები. უმეტესად გავრცელებულია მაღალბალახოვანი სავანები, სადაც ბევრია ანტილოპა და მტაცებელი ცხოველები ([[ჯიქი]], [[აფთარი]] და სხვა). სანაპიროზე ნოტიო ტროპიკული მარადმწვანე ტროპიკული ტყეა (ტერიტორიის დაახლოებით 1/5).
ესაზღვრება:
 
== ისტორია ==
* ჩრდილოეთიდან – [[ბურკინა-ფასო]] და [[ნიგერი]]
დღევანდელი ბენინის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების დამლევს მრავალი სახელმწიფო შეიქმნა, მათ შორის დაჰომეა. XV საუკუნეში ბენინის ტერიტორიაზე პორტუგალიელი მონათვაჭრები გამოჩნდნენ, ხოლო XVII საუკუნეში ჰოლანდიელი, ფრანგი და ინგლისელი ვაჭრები. ბენინის სანაპირო და მისი მოსაზღვრე ოლქები გადაიქცა მონებით ვაჭრობის უმსხვილეს რაიონებად აფრიკაში (ამიტომაც მას მონათა ნაპირსაც უწოდებდნენ).
* აღმოსავლეთიდან – [[ნიგერია]]
* დასავლეთიდან – [[ტოგო]]
 
1890 წლის თებერვალში ფრანგმა კოლონიზატორებმა ბენინის წინააღმდეგ ომი დაიწყეს და მხოლოდ 1892 წლის ნოემბერში მოახერხეს მისი დედაქალაქის აბომეის აღება. 1893 წელს ბენინი საფრანგეთის კოლონია გახდა. 1904 წელს იგი [[საფრანგეთის დასავლეთი აფრიკა|საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის]] შემადგენლობაში შევიდა.
 
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] შემდეგ ჩამოყალიბდა ახალგაზრდა დაჰომეელთა მოძრაობა, რომელსაც პროგრესულად განწყობილი ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში. 1923 წელს მოეწყო მასობრივი ანტიკოლონიალისტური გამოსვლები.
 
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომმა]] არსებითი ძვრები გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალური ძალების თანაფარდობაში. გაიზარდა მუშების რიცხვი, გახშირდა გაფიცვები. განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ ქვეყანაში შექმნილი პირველი აფრიკული პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები. 1957 წელს საფრანგეთის მმართველი წრეები იძულებულნი გახდნენ ბენინში შეექმნათ პირველი სამთავრობო საბჭო აფრიკელთა მონაწილეობით, 1958 წელს კი დასთანხმდნენ ბენინი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოეცხადებინათ. 1960 წლის 1 აგვისტოს ბენინი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და გამოვიდა საფრანგეთის გაერთიანებიდან. 1960 წლის 20 სექტემბერს ბენინი [[გაერო|გაეროში]] მიიღეს.
 
== ლიტერატურა ==
* {{ქსე|2|107-309}}
{{ესკიზი-ბენინი}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბენინი“-დან