ჰოგვორტსის პერსონალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ეს არ არის საჭირო.
No edit summary
ხაზი 8:
 
მაკგონაგელი დაიბადა [[1935]] წლის 4 ოქტომბერს [[შოტლანდია|შოტლანდიაში]]. სწავლობდა [[ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა|ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში]] 1947-1954 წლებში, [[გრიფინდორი|გრიფინდორის]] კლუბში. ორი წლის განმავლობაში მუშაობდა [[მაგიის სამინისტრო|მაგიის სამინისტროში]], შემდეგ კი დაიწყო მუშაობა ჰოგვორტსში. მაკგონაგელი იყო [[ფენიქსის ორდენი|ფენიქსის ორდენის წევრი]]. [[1998]] წელს, მეორე მაგიური ომის შემდეგ, ის დირექტორი გახდა, ხოლო 2000-იანი წლების ბოლოს დატოვა ეს თანამდებობა სიბერის გამო.
 
== ფილიუს ფლიტვიკი ==
 
'''ფილიუს ფლიტვიკი''' - [[ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა|ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის]] შელოცვების მასწავლებელი და რეივენქლოს კლუბის ხელმძღვანელი. პროფესორი ფლიტვიკი არაბუნებრივად დაბალია, რადგან [[გობლინი]] წინაპარი ჰყავდა. მისი [[ბოგარტი]] იყო ვოლდემორი.
 
=== ბიოგრაფია ===
 
ფლიტვიკი დაიბადა [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთში]] ან [[ირლანდია|ირლანდიაში]] 17 ოქტომბერს (წელი უცნობია). ის სწავლობდა ჰოგვორტსში, რეივენქლოს კლუბში. სწავლის დასრულების შემდეგ გახდა შელოცვების მასწავლებელი და კლუბის ხელმძღვანელი. იგი დაუპირისპირდა [[ვოლდემორი|ვოლდემორს]] პირველ და მეორე მაგიურ ომებში. ახალგაზრდობაში იგი იყო ორთაბრძოლების ჩემპიონი და მეორე მაგიურ ომში მრავალი სიკვდილის მხვრელი დაამარცხა ორთაბრძოლაში, მათ შორის [[იექსლი]] და [[დოლოჰოვი]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==