სიკვდილის მხვრელი: განსხვავება გადახედვებს შორის

(Bot: 40 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q181291)
 
'''სიკვდილის მხვრელები''' — ჯადოქრების ჯგუფი, რომელთაც მართავს ბნელი მბრძანებელი [[ლორდი ვოლდემორი]], [[ჰარი პოტერი]]ს რომანების სერიის მთავარი უარყოფითი გმირი.
 
==რეგულუს ბლეკი ==
 
რეგულუს ბლეკი დაიბადა [[1961]] წელს ბრიტანეთში. [[1972]] წელს დაიწყო სწავლა [[ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა|ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში]] და მოხვდა სლიზერინის კლუბში, ისევე როგორც მთელი მისი საგვარეულო, გარდა უფროსი ძმის - [[სირიუს ბლეკი|სირიუსისა]]. იგი თამაშობდა სლიზერინის [[ქვიდიჩი|ქვიდიჩის]] გუნდში [[სიკერი|სიკერის]] პოზიციაზე. ამასთან, ის იყო [[პროფესორი სლაგჰორნი|პროფესორი სლაგჰორნის]] კლუბის წევრი.
რეგულუსს პატარა ასაკიდანვე ჰქონდა ამბიცია, გამხდარიყო [[სიკვდილის მხვრელი]] და 16 წლის ასაკში შეუერთდა კიდეც მათ რიგებს.
 
ერთ დღეს, [[1979]] წელს, [[ლორდი ვოლდემორი|ვოლდემორმა]] ითხოვა ბლეკების ოჯახის ელფი, [[კრიჩერი]]. რეგულუსმა უბრძანა ელფს, გაყოლოდა ვოლდემორს. ვოლდემორმა კრეჩერს შეამოწმებინა მისი ერთ-ერთი [[ჰორკრუქსი|ჰორკრუქსის]] ირგვლივ არსებული დაცვის საიმედოობა, შემდეგ კი სიკვდილის პირას მყოფი მიატოვა. ელფმა დაბრუნება მოახერხა. სავარაუდოდ, ამ მიზეზით რეგულუს ბლეკი ვოლდემორს განუდგა და გადაწყვიტა, კრეჩერთან ერთად გაენადგურებინა ჰორკრუქსი. მან ჰორკრუქსი მოიპოვა და მის ნაცვლად იმ ადგილას დატოვა წერილი ვოლდემორისთვის, კრეჩერს კი უბრძანა, გაენადგურებინა ჰორკრუქსი, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის არ გაემხილა მომხდარი. ელფი დაბრუნდა, რეგულუსმა კი ვოლდემორის დატოვებულ [[ინფერიუსი|ინფერიუსებს]] წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დაიღუპა. ამ დროს ის 18 წლის იყო.
 
ვოლდემორისთვის დატოვებული წერილის შინაარსი ასეთი იყო:
 
{{ციტატა|ბნელ ბატონს - როცა ამ წერილს წაიკითხავ, დიდი ხნის მკვდარი ვიქნები. მინდა იცოდე, რომ მე შენი საიდუმლო აღმოვაჩინე. ნამდვილი ჰორკრუქსი მოვიპარე და მას პირველი შესაძლებლობისთანავე გავანადგურებ. სიკვდილს თვალებში ვუყურებ იმ იმედით, რომ როდესაც შენს თანასწორს შეხვდები, კვლავ მოკვდავი იქნები".}}
 
== ბელატრისა ლესტრეინჯი ==
131 390

რედაქტირება