ფიტოპლანქტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Phytopla.jpg|მინი|ფიტოპლანქტონი]]
'''ფიტოპლანქტონი''' ({{lang-el|φυτóν}} — მცენარე და {{lang-el2|πλανκτον}} — მოხეტიალე) — მცენარეული [[პლანქტონი]], რომელსაც შეუძლია განახორციელოს [[ფოტოსინთეზი]]ს პროცესი. ფიტოპლანქტონური ორგანიზმები სახლდებიან ზედაპირულად, ძირითადად 50-100 მ-მდე. ისინი [[წყალსატევი|წყალსატევებში]] ორგანული ნივთიერებების ძირითადი პროდუცენტებია. ფიტოპლანქტონით იკვებებიან წვრილი პლანქტონური ცხოველები, ამდენად, იქ, სადაც ფიტოპლანქტონი მაღალ განვითარებას აღწევს, შესაბამისად იაზრდება [[ზოოლანქტონი]]სა და [[ნექტონი]]ს რაოდენობაც. ფიტოპლანქტონის განვითარება დამოკიდებულია აგრეთვე განათების ინტენსივობაზე, რაც ცივ და ზომიერ წყლებში განაპირობებს პლანქტონის სეზონურ განვითარებას. ფიტოპლანქტონის ინტენსიური განავითარება იწვევს წყალსატევის ეგრეთ წოდებულ „აყვავებას“, რომლის დროსაც წყლის შეფერილობა იცვლება და გამჭვირვალობა მცირდება.<ref>{{ქსე|8|99|სტატიიდან [[პლანქტონი]]; მაჭარაშვილი ვ.|არა}}</ref>
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიტოპლანქტონი“-დან