პლანქტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[ტბა|ტბების]] პლანქტონს უწოდებენ ლიმნოპლანქტონს, [[მდინარე]]ებისას კი პოტამოპლანქტონს. პლანქტონს მიეკუთვნებიან მიკროსკოპული წყალმცენარეები, უმარტივესები, კიბოსნაირები, მოლუსკები და სხვა. [[თევზები]] მას საკვებად იყენებენ. [[ფიტოპლანქტონი]] განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოყოფს [[ჟანგბადი|ჟანგბადს]]. ფიტოპლანქტონური ორგანზიმები სახლდებიან ზედაპირულად, ძირითადად 50-100 მ-მდე, ხოლო [[ბაქტერიები]] და ზოოპლანქტონი — წყლის მთელ სიზრქეში. ფიტოპლანქტონური ორგანიზმები წყალსატევებში ორგანული ნივთიერების ძირითადი პროდუცენტებია. წყალსატევების სანაპირო ზოლში ორგანული ნივთიერება პროდუცირდება ფსკერზე მცხოვრები [[წყალმცენარეები]]თ. ბევრ პლანქტონურ ორგანიზმს [[ბიოლუმინესცენცია|ბიოლუმინესცენციის]] უნარი აქვს, ზოგს იყენებენ [[წყალსატევი|წყალსატვების]] გაჭუჭყიანების ხარისხის დასადგენად. პლანქტონი მრავალი სარეწაო ცხოველის კვების წყაროა. სარეწაო პლანქტონური ორგანიზმები ხშირად ქმნიან უზარმაზარ გროვებს.
 
[[საქართველო]]ს ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებს შორის პლანქტონით შედარებით მდიდარია [[ფარავანი|ფარავნის]], [[სარამოსსაღამოს ტბა|საღამოს]], [[ჯანდარის ტბა|ჯანდარის]], [[ინკითი]]სა და სხვა ტბები. რაც შეეხება მდინარეებს, ჩქარი დინების გამო ისინი მეტად ღარიბია პლანქტონით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლანქტონი“-დან