მარიამ სტიუარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ცხოვრება საფრანგეთში: გასწორდა ორთოგრაფია
ხაზი 52:
 
=== ცხოვრება საფრანგეთში ===
ახალგაზრდა მარიამთან ერთად [[1548]] წლის [[13 აგვისტო]]ს საფრანგეთში ჩამოვიდა მისი მცირე ამალა, რომელიც მოიცავდა მის ერთსისხლა ძმას, მორეის გრაფს, და „ოთხ მარიას“ — შოტლანდიელი არისტოკრატების ოთხ ახალგაზრდა ქალიშვილს ერთი და იმავე სახელით. საფრანგეთის სამეფო კარი, რომელიც, სავარაუდოდ, იმ დროისთვის ყველაზე შესანიშნავი იყო ევროპაში, ახალგაზრდა პატარძალს გულუსხვიგულუხვი ზეიმით შეხვდა. მეფე ჰენრი II მარიამ სტიუარტისადმი სიმპათიით იყო განწყობილი და იგი ერთ-ერთი საუკეთესო განათლებით უზრუნველყო: ახალგაზრდა დედოფალი შეისწავლიდა [[ფრანგული ენა|ფრანგულ]], [[ესპანური ენა|ესპანურ]], [[იტალიური ენა|იტალიურ]], [[ძველბერძნული ენა|ძველბერძნულ]] და [[ლათინური ენა|ლათინურ]] ენებს, ანტიკური და თანამედროვე ავტორების ნაშრომებს. მან ასევე ისწავლა სიმღერა, ბარბითზე დაკვრა, შეიყვარა პოეზია და ნადირობა. მარიამმა მოხიბლა საფრანგეთის სამეფო კარი, მას ლექსებს უძღვნიდნენ [[ლოპე დე ვეგა]], [[ბრანტონი]] და [[რონსარი]].
 
[[1550]] წელს საფრანგეთში ჩამოვიდა დედოფლის დედა — მარია დე გიზი, — რომელიც დაკავებული იყო ფრანკო-შოტლანდიური კავშირის გამყარებით. თუმცა იგი არ დარჩა საკუთარ შვილებთან ერთად და [[1551]] წელს დაბრუნდა შოტლანდიაში, რათა რელიგიური დავებით დანაწევრებულ ქვეყანაში თავისი ქალიშვილი უზრუნველეყო სტაბილური ძალაუფლებით. [[1554]] წელს მარია დე გიზმა შეძლო ხელისუფლებიდან არანის გრაფის ჩამომოშორება და თვითონ ჩაუდგა სათავეში შოტლანდიის ხელისუფლებას.