კარლ ჯონსონი (Grand Theft Auto): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ==პერსონაჟი == კარლ "სიჯეი ჯონსონი (Carl "CJ" Johnson)-გამოგონილი პერსონა...
(განსხვავება არ არის)

18:35, 20 სექტემბერი 2014-ის ვერსია

პერსონაჟი

კარლ "სიჯეი ჯონსონი (Carl "CJ" Johnson)-გამოგონილი პერსონაჟი, ვიდეოთამაში Grand Theft Auto San Andreas-ის პროტოგონისტი. ის პირველი შავკანიანი პერსონაჟია grand theft auto-ს თამაშების სერიებში. თამაშის მიმდინარეობისას ის 24 წლისაა.სხვა პერსონაჟებისაგან განსხვავებით,მას ძალადობა სულაც არ იზიდავს. ის ერთ-ერთი ლიდერია "გრუვ სტრიტის ოჯახების"(grove street families) ბანდის ლოს-სანტოსში.

ბიოგრაფია

დაიბადა 1968 წელს ლოს-სანტოსში. ცხოვრობდა დედასთან,ბევერლი ჯონსონთან,უფროს ძმა შონ "სვიტ" ჯონსონთან და უმცროს და კენდლთან.ასევე ჰყავდა უმცროსი ძმა ბრაიანი.

1987 წელს ის უკვე იყო ბანდის ლიდერი,მაგრამ თავისი ძმის, 12 წლის ბრაიანის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ის იძულებულია დატოვოს ქალაქი და მიემგზავრება ქალაქ ლიბერთი სითიში,სადაც მანქანების ქურდად იწყებს მუშაობას მაფიოზური ოჯახის უფროსის, სალვადორე ლეონეს შვილთან,ჯოისთან.

5 წლის შემდეგ მის სახლს ლოს-სანტოსში ესხმიან გრუვ სტრიტის ოჯახების მტრები,ბანდა "ბალასის"(Ballas) წევრები იმ იმედით,რომ მოკლავდნენ სვიტს, ოჯახებს ახლანდელ ლიდერს,მაგრამ აღმოჩნდება,რომ იმ სახლში სვიტი კი არა,დედამისი,ბევერლი იმყოფებოდა. სვიტი მაშინვე ურეკავს ძმას და ეუბნება,რომ დედა მოკლეს.სიჯეი ბრუნდება ლოს-სანტოსში 1992 წელს.

 აღმოჩნდა,რომ მისი არყოფნის განმავლობაში გრუვის ბანდის გაქმე მთლად გაფუჭებულიყო. ახლა ქალაქის ტერიტორიას აფრო-ამერიკული ბანდა ბალასი და მექსიკური 

სანტოს ვაგოსი ინაწილებდნენ. სიჯეი ცდილობს მოაგვაროს ბანდის ყველა საქმე. ამ დროს მისი და კენდლი ლათინოამერიკული ბანდის, "ვარრიოს ლოს აცტეკაზ"-ის ლიდერს, ლეროი "ცეზარ" ვიალპანდოს ხვდება. სვიტი ამის წინააღმდეგია,რადგან მას არ უნდა,რომ კენდლი მტრულ ბანდას დაუახლოვდეს და დაიღუპოს,ამიტომ სათვალთვალოთ სიჯეის გზავნის. მისი ეჭვები არ გამართლა - ცეზარი აღმოჩნდა ფრიად სასიამოვნო ბიჭი,რომელის,როგორც გრუვ სტრიტის ოჯახები,ეწინააღმდეგება ნარკოტიკებს. ასევე მართავს ლოურაიდერების კონკურსებს და ქუჩის რბოლებს. მალე ცეზარი და სიჯეი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. ცეზარი მალევე უმტკიცებს კარლს,რომ სიჯეის მეგობრები ბიგ სმოუქი(ქართულად "მატარებელი") და რაიდერი ბანდას ღალატობენ. ამ დროს C.R.A.S.H.-ის დეპარტმენტი გადაწყვეტს მოაშოროს სიჯეი ქალაქიდან,რადგან მან საკმაოდ ბევრი დახა და გაიგო. სვიტს ციხეში ჩასვამენ,ხოლო სიჯეის აგზავნიან ლოს-სანტოსის სოფლურ შემოგარენში.