არაბთა გაერთიანებული საამიროები: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== პორტუგალიური მმართველობა (1506-1620) ===
XVI საუკუნის დასაწყისში, [[ვასკო და გამა]]ს ექსპედიციის შემდეგ, [[პორდუგალია]]მ დაიწყო ინდოეთის ოკეანეში ექსპანსია. [[1507]] წელს პორტუგალიელმა მთავარსარდალმა [[ალფონსო დე ალბუკერკე]]მ მცირე ფლოტით დაიკავა [[ომანის ყურე]] და [[ჰორმუზის სრუტე]], რითიც პორტუგალიელ ვაჭრებს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა.<ref>[http://www.newsday.co.zw/2013/02/16/moving-and-sheikhing/ Moving and 'Sheikhing'! – NewsDay Zimbabwe]. Newsday.co.zw (16 February 2013). Retrieved on 14 July 2013.</ref> შემდგომ წლებში უკვე ემირატების ტერიტორია იყო პორტუგალიის სამიზნე, თუმცა მათ უწევდათ როგორც ემირატების ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებთან ბრძოლა ასევე [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] შეტევების მოგერიება. პორტუგალიელების თავდაცვითი ნაგებობები განლაგებული იყო მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე. XVII საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელებს აღარ ქონდათ [[ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია|ოსტინდოეთის კომპანიის]] მხარდაჭერა და ისინი რეგიონიდან [[სეფიანთა იმპერია|სეფიანებმა]] განდევნეს. ისინი [[ბაჰრეინი|ბაჰრეინში]] მდებარე მთავარი ბაზიდან [[1602]] წელს განდევნეს, სამხრეთი ირანის საპორტო ქალაქ [[ბენდერ-აბასი]]დან [[1615]] წელს, ხოლო რაშ ელ ქამალიდან [[1620]] წელს.<ref>[http://www.uaeinteract.com/history/e_walk/con_3/con3_45.asp UAE History: 2,000 to 200 years ago]. UAEinteract. Retrieved on 2014-01-26.</ref>
 
=== საუდების მმართველობა (1744–1891) ===