ჩხეიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჩხეიძეები''' — გვარი საქართველოში („უძველესი, უწარჩინებულესი და შემძლებელი“). თავადი ჩხეიძეები „არიან ძირნი იმერეთიდან“, „კოლხეთიდან“. სარწმუნოა, რომ ამ გვარის წარმომადგენელნი „იყვნენ პირველ ჩიხორის ერისთავნი“. მემატიანეს გადმოცემით ჩიხა-ჩიხორის საერისთავო უძველესი დროიდან არსებობდა. იგი მოიცავდა მთელს მხარეს, რომელსაც „მარგვ“, ანუ „არგვეთი“ ერქვა. [[ლეონტი მროველი]]ს ცნობით, მარგვის ერისთავი ჯერ კიდევ ქართლის პირველი მეფის [[ფარნავაზი]]ს დროს ძვ.წ. 284-219 წლებში არსებობდა. ამ ერისთავს ექვემდებარებოდა ტერიტორია „მცირე მთითგან რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუარამდე, ეგრისისა, რიონს ზემოთ და ვაკე“. უფრო გვიან, მარგვის ერისთავის სამფლობელოში შედიოდა თავკვერიც.[[ფაილი:195044 115305451882979 1361811 o.jpg|მინიატიურა|ჩხეიძეების საგვარეულო გერბი]]
 
ეჭვს არ იწვევს<ref name="ReferenceA">თენგიზ ბარნაბის ძე ჩხეიძე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი.</ref>{{ფაქტი}}, რომ ჩხეიძეების გვარის ევოლუცია: ჩხეტიანი, ჩხეტია, ჩხოტუა, ჩხეტიძე, ჩხეიძე კოლხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მდინარე [[ცხენისწყალი|ცხენისწყლის]] მარცხენა ნაპირზე არის სოფელი „ნაჩხეტური“, სადაც ძველად ჩხეიძეები მკვიდრობდნენ.
 
[[ფაილი:195044 115305451882979 1361811 o.jpg|მინიატიურა|ჩხეიძეების საგვარეულო გვერდი]]
 
IX ს-ის ბოლოსათვის, „მატიანე ქართლისას“ თხზულებაში ჩიხას საერისთავო აღარ მოიხსენიება. ერისთავის რეზიდენცია შორაპანში გადავიდა და მასში იგივე არგვეთი და რაჭა შედიოდა. X ს-ში რაჭა ცალკე საერისთავოდ ჩამოყალიბდა. ამ დროიდან ჩიხა-მარგვის საერისთავო შორაპნის საერისთავოდ იწოდებოდა. საუკუნეების განმავლობაში აქ ერისთავებად ჩხეიძეები ისხდნენ. ჩხეიძეების იყო ციხე ქალაქი შორაპანი. აქვე იყო სათავადოს ერისმთავრის საჯდომი ადგილი, სასახლე, ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია. შორაპნის საერისთავოს ერთ ნაწილი, რომელიც „პირველად არგვეთადვე წოდებული შემდგომად პყრობითა თავადთა ჩხეიძეთაგან საჩხეიძოდ ისახელა“. ამ სათავადოს ჩამოყალიბება XIV-XV - ს-ში მიმდინარეობდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩხეიძეები“-დან