ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რელიქვიები → რელიკვიები using AWB
→‎სიუჟეტი: clean up, replaced: ჰაფლე → ჰაფლ using AWB
ხაზი 46:
ბილთან და ფლერთან სტუმრობისას ბავშვები ასაფლავებენ დობის და გამოჰკითხავენ ოლივანდერსა და გრიპჰუკს ჯოხისა და ხმლის შესახებ. ერთად მეგობრები შეიმუშავებენ ბანკის გაძარცვის გეგმას. სანაცვლოდ გობლინი გრიფინდორის ხმალს ითხოვს.
 
ისინი იცვლიან იერს და უჩინმაჩინის მოსასხამით და იმპერიუსის შელოცვით ბელატრისას აკლდამაში შედიან, საიდანაც ჰაფლეპაფისჰაფლპაფის ფიალას იპარავენ. გობლინი გარბის ხმლით, ხოლო ჰარი, რონი და ჰერმიონი, დაცვისგან გაქცევისას, მიფრინავენ დრაკონით, რომელიც დარაჯობს ბანკის განძეულს. ვოლდემორი შეიტყობს, რომ მის ჰორკრუქსებს საშიშროება ემუქრება და გადაწყვიტავს, თავად შეამოწმოს, ყველა თავის ადგილზეა თუ არა. მის გონებაში შეღწევით ჰარი დაადგენს, რომ ერთ-ერთი ამ ჰორკრუქსებიდან ჰოგვორტსში ინახება.
 
ჰოგვორტსში მეგობრები შედიან [[აბერფორტ დამბლდორი]]ს დახმარებით. იწყება დიდი აჯანყება ჰოგვორტსს დაპატრონებული სიკვდილის მხვრელების წინააღდეგ. სევერუს სნეიპი, რომელიც დანიშნული იყო ჰოგვორტსის დირექტორად, ამასობაში იქაურობას ტოვებს. მასწავლებლები ორგანიზებას უწევენ მოსწავლეთა ევაკუაციას. ჩნდებიან ფენიქსის ორდენის წევრები. ჰარი რეივენკლოს აჩრდილს, რუხ ქალბატონს მიმართავს და ცდილობს, გამოჰკითხოს ყველაფერი დიადემის შესახებ. იგი მოუთხრობს, რომ ტომ მარვოლო რედლმა სტუდენტობის დროს თავად მოიპარა ეს ნივთი. მაშინ ჰარის ახსენდება, რომ დიადემა დამალულ ოთახში დაინახა. დიადემის მოპოვებისა და განადგურების შემდეგ ჰარი მიემართება ქოთქოთა ქოხისკენ. იქ ვოლდემორი თავის გველს უბრძანებს, მოკლას სნეიპი, ვინაიდან თვლის, რომ ამით იგი თავად გახდება დიდგულას ჯოხის პატრონი (ვინაიდან სნეიპმა მოკლა დამბლდორი და ჯოხი სნეიპთან გადავიდა). ვოლდემორი ქოხს ტოვებს უფრო ადრე, ვიდრე სნეიპი კვდება. სიკვდილის წინ სევერუსი ასწრებს ჰარისთვის რამდენიმე მოგონების გადაცემას. ვოლდემორი ბრძოლას ერთი საათით წყვეტს და ჰარის კვლავ ულტიმატუმს უყენებს და სთავაზობს, ერთი საათის განმავლობაში თავად ჩაბარდეს მას.