ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
დერსლის ოჯახს არ უყვარს მაგია და ყველანაირად უმალავს ჰარის, რომ მას მაგიური შესაძლებლობები გააჩნია. მთელი ოჯახი ჰარის ცუდად ეპყრობა. 11-ე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ჰარისთან ჩნდებიან ბუები, რომლებსაც მასთან წერილები მოაქვთ. ვერნონი ანადგურებს ყველა წერილს, მაგრამ ისინი კვლავ იყრება. საბოლოოდ, ჰარის გადამალავენ პატარა კუნძულზე, მაგრამ ღამით იქ ჩნდება ჰაგრიდი, რომელიც უამბობს ჰარის სიმართლეს მის წარმომავლობაზე და იმაზე,რომ მისი მშობლები მოკლა ვოლდემორტმა, რომლისაც ყველას ეშინია (მიუხედავად მისი სიკვდილისა).ჰაგრიდს ჰარი თან მიჰყავს ჰოგვორტსის სკოლაში.
 
ჰაგრიდი და ჰარი მიემართებიან გრინგოტსის ბანკში, სადაც ჰარის მშობლების მიერ დატოვებული ფულის ნაწილი გამოიყენება სწავლისათვის საჭირო ნივთების შესაძენად. ბანკში ასევე ინახება ფილოსოფიური ქვა. მოგვიანებით მოქმედებაში პირველად ჩნდება დრაკო მალფოი, რომელიც მაგლებს (არაჯადოქრებს) უხეშად ექცევა. ჰაგრიდი უხსნის ჰარის, რომ ჰოგვორტსში ჩასვლისას სტუდენტების გადაანაწილებენ ოთხ სხვადასხვა ფაკულტეტზე - გრიფინდორში, რეივენკლოშირეივენქლოში, ჰაფლპაფში ან სლიზერინში. ჰაგრიდის თქმით, გრიფინდორი საუკეთესო ფაკულტეტია, სლიზერინი კი - ყველაზე ცუდი.
 
ჰარი ყიდულობს ჯადოსნურ ჯოხს. [[ოლივანდერი]], მაღაზიის მფლობელი ამჩნევს, რომ ვოლდემორტისა და ჰარის ჯადოსნურ ჯოხებში ერთსა და იმავე ფენიქსის კუდის ბუმბულებია გამოყენებული. ჰარი ბრუნდება დერსლის ოჯახში და სულ მალე მიდის კინგს კროსის სადგურის ბაქანზე (აქ უნდა აღინიშნოს, რომ მას მისტიური ნომერი აქვს - 9 ¾), რომელიც მას ჰოგვორტსში წაიყვანს.
ხაზი 40:
=== ჰოგვორტსი ===
 
ჰოგვორტსში მისულებს სხვადასხვა ფაკულტეტზე გადაანაწილებს გამანაწილებელი ქუდი. რონი, ჰარი და ჰერმიონი, სხვა ბავშვებთან ერთად ხვდებიან გრიფინდორში, ხოლო დანარჩენი ბავშვები - ჰაფლეპაფშიჰაფლპაფში, სლიზერინში და რეივენქლოში.
 
ერთ-ერთი პირველი ლექცია, რომელზეც ბავშვები ხვდებიან, არის პროფესორ სევერუს სნეიპისა. ამ ლექციიდან მოყოლებული სნეიპს ჰარისთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და გამუდმებით აკლებს ქულებს, რაც გრიფინდორის საერთო ქულებზეც აისახება - ეს კი, ჯამში გრიფინდორს ცუდ სახეს უქმნის.