ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ისტორია==
1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების [[კალაშა|კალაშისა]] და [[გუბაზოული]]ს შესაყარში აღმოაჩინეს [[მეზოლითი|მეზოლითური]] ნამოსახლარი.<ref>''დ. ქორიძე,'' „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ 16 — 1964 წ.</ref>მოპოვებულ ძეგლებშია [[ბრინჯაო]]ს თოხები, ბრინჯაოს ბარი, [[სპილენძი]]ს ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.<ref>''რ. გიორგაძე''„ახალი აღმოჩენები“ //„ლენინის დროშა“ — 6 ივნისი, 1964 წ.</ref>
 
XIX საუკუნეში ხიდისთავი იყო სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ხიდისთავი, [[ბასილეთი]] და [[მეწიეთი]]. თემის ადრინდელი სახელწოდება იყო ოცხანა. აქ მოდიოდა [[ვაზი]]ს ჯიში [[ოცხანური საფერე]]. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ხიდისთავი საზოგადოების ცენტრი იყო, აქ მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.<ref>''დიმიტრი ბაქრაძე'', „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.177 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>
Khidistavi - House of Ana Kalandadze.jpg|ანა კალანდაძის სახლი
Khidistavi - School.jpg|ხიდისთავის საჯარო სკოლა
Khidistavi - Nodar Dumbadze Bridge.jpg|ნოდარ დუმბაძის სახელობის ხიდი მდინარე გუბაზოულზე
Khidistavi - Sapcho.jpg|სოფლის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა
</gallery>