სოფიო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
}}
'''სოფიო''' (გ. [[7 სექტემბერი]], [[1829]]) — [[გურიის სამთავრო]]ს გამგებელი 1826—1828 წლებში, [[მამია V გურიელი]]ს მეუღლე, გიორგი წულუკიძის ასული. ქმრის გარდაცვალების (1826) შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა გურიის სამთავროს სამმართველოს საბჭოს თავმჯდომარედ.
 
საბჭოში ექვსი წევრი შედიოდა: დავახტანგ ისერისთავი, დავით მაჭუტაძე, სვიმონ გუგუნავა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ერისთავი, გიორგი თავდგირიძე. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, [[დავით გურიელი]]ს სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. მას სურდა, რომ თავად ყოფილიყო მთავარი და აღდგენილიყო მამია გურიელის დროინდელი ორგანოები და მართვის წესი. ამიტომ ის იბრძოდა ამ საბჭოს გაუქმებისა და დამოუკიდებელი ხელისუფლებისათვის. საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, დედოფლისა და მაჭუტაძის მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე, ნაკაშიძის მეთაურობით, რუსეთის მხარდამჭერი იყო. სოფიოს არც მოსახლეობა უჭერდა მხარს. . [[რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-თურქეთის 1828-1829 ომი]]ს დროს ცდილობდა აღედგინა გურიის სამთავროს დამოუკიდებლობა. 1828 წლის ოქტომბერში, როდესაც რუსეთის ჯარმა გურია დაიკავა, სოფიო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]] გაიქცა და ქობულეთში სარდალ ოსმან-ბეგთან მივიდა. მასთან ერთად წავიდნენ დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. სოფიო იქვე გარდაიცვალა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფიო“-დან