ფეოდოსია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 65:
დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის 80-იანი წლებიდან [[ბოსფორის სახელმწიფო]]ს შემადგენლობაშია. ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში გაანადგურეს [[ჰუნები|ჰუნებმა]], VI საუკუნის დასასრულს დაიმორჩილეს ხაზარებმა, XIII საუკუნის დამდეგს — [[მონღოლები|მონღოლებმა]]. XIII საუკუნის მეორე ნახევარში გენუელებმა ფეოდოსიაში დააარსეს სავაჭრო დასახლება კაფა. XV საუკუნიდან [[ყირიმის სახანო]]ს ტერიტორიაზე მონათვაჭრობის მსხვილი ცენტრია. 1783 წელს ყირიმის მთელ ტერიტორიასთან ერთად შევიდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა ჯარების მიერ. გაათავისუფლა საბჭოთა არმიამ 1944 წლის 13 აპრილს. ქალაქი დაჯილდოებულია სამამულო ომის I ხარისხის ორდენით (1982).
 
კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ტალახით სამკურნალო კურორტია. იცის თბილი [[ზაფხული]] და რბილი [[ზამთარი]]. ნალექები 360 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალება: ზღვაში ბანაობა, ქლორიდულ-სულფატურ-ნატრიუმიანი მინერალური სასმელი წყალი („ფეოდოსია“), [[აჯიგოლის ტბა|აჯიგოლის ტბის]] შლამის ტალახი. სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის ორგანოთა, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი; წყალტალახსამკურნალო, დასასვენებელი სახლები, წვრილქვიშიანი პლაჟი.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეოდოსია“-დან