ევპატორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 66:
ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში [[ბერძნები|ბერძნებმა]] აქ ქალაქი კერკინიტიდა გააშენეს. ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში დაიპყრეს [[სკვითები|სკვითებმა]]. IV საუკუნეში ქალაქმა შეწყვიტა არსებობა. XVI-XVII საუკუნეებში მის ტერიტორიაზე მდებარეობდა [[თურქები]]ს ციხე-ქალაქი გეზლოვი, რომელსაც ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1784 წელს ევპატორია ეწოდა. 1918-1920 წლებში სამოქალაქო ომის დროს რამდენჯერმე აიღეს თეთრგვარდიელებმა. 1920 წლის 13 ნოემბერს გაათავისუფლა წითელმა არმიამ. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, 1941 წლის 31 ოქტომბრიდან 1944 წლის 13 აპრილამდე ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა ჯარების მიერ.
 
აქვს 20-100 მ სიგანის ქვიშიანი პლაჟი. იცის თბილი [[ზაფხული]] და რბილი [[ზამთარი]]. ნალექები 380 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალება: ჰაერის, მზის, ქვიშისა და ზღვის აბაზანები, შლამის ტალახი და რაპა (მოინაკის ტბიდან), აგრეთვე ცხელი (39°C) ქლორიდულ-ნატრიუმიანი წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება: ბავშვის ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი, პოლიომიელიტისა და ცერებრული დამბლების შემდეგ ნარცენინარჩენი მოვლენები, ქრონიკული რემატიზმირევმატიზმი, რაქიტი, მოზრდილებში - ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებანი, საყრდენ-სამოძრაო აპარატის და ზედზედა სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი და სხვა. ევპატორიაში არის სანატორიუმები, ტალახსამკურნალო, დასასვენებელი სახლები და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევპატორია“-დან