ვანუატუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 365:
| archivedate = 2007-11-01
}}</ref>.
 
== ისტორია ==
ვანუატუს უძველესი ისტორია ძალიან ცუდადაა შესწავლილი. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობენ იმას, რომ ამ რესპუბლიკის კუნძულები დასახლებული იყო ხალხით, რომლებიც ლაპარაკობდნენ [[ავსტრონეზიული ენები|ავსტრონეზიულ ენებზე]] დაახლოებით 4000 წლის წინ. ზოგიერთი აღმოჩენილი ჭურჭლები შეიძლება დათარიღდეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1300—1100 წლებით.
 
ევროპელების მიერ შემჩნეული ვანუატუს პირველი კუნძული იყო კუნძული ესპირიტუ-სანტო, რომელიც 1606 წელს აღმოაჩინა წარმოშობით პორტუგალიელმა ესპანელმა ზღვაოსანმა პედრო ფერნანდეს კიროსმა, რომელმაც ჩათვალა კუნძული «სამხრეთ მიწების» ნაწილად. მიუხედავად ამისა, ვანუატუს კუნძულებს შემდგომში არ სტუმრებია არც ერთი ევროპული გემი 1768 წლამდე, როდესაც კუნძულები ხელახლა აღმოაჩინა ფრანგმა ზღვაოსანმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა. 1774 წელს კაპიტანმა [[ჯეიმზ კუკი|ჯეიმზ კუკმა]] კუნძულებს დაარქვა ''«ახალი ჰებრიდები»'', რომელიც გამოიყენებოდა ვანუატუს დამოუკიდებლობამდე.
 
1825 წელს ვაჭარმა პიტერ დილონმა კუნძულ ერომანგაზე აღმოაჩინა სანტალის ხის ტყეები, რომელთა გაჩეხვა გრძელდებოდა 1830 წლამდე, როდესაც მოხდა შეჯახება [[პოლინეზიელები|პოლინეზიელ იმიგრანტებსა]] და [[მელანეზიელები|ძირძველ მელანეზიელებს]] შორის. 1860-იანი წლების პერიოდში პლანტატორებმა [[ავსტრალია|ავსტრალიიდან]], [[ახალი კალედონია|ახალი კალედონიიდან]], [[სამოა]]დან და [[ფიჯი]]დან, რომლებსაც ძალზე სჭირდებოდათ მუშა ძალა, ვანუატუს კუნძულებზე ხელი შეუწყვეს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით სამუშაოზე აყვანის პოლიტიკის აყვავებას, შემდგომში მათი მონებად გადაქცევის მიზნით. ამ ''«შავ [[შაშვისებრნი|შაშვებზე]] ნადირობის»'' (ინგლისური სიტყვიდან ''«blackbirding»'') აყვავების პერიოდში ნახევარზე მეტი ზრდასრული მამაკაცი მუშაობდა უცხოურ პლანტაციებში<ref name="ბ" />. ამ დროს გამოვლინდა კუნძულების მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება.
 
ამავე დროს ახალი ჰებრიდის კუნძულებზე გამოჩნდნენ პირველი [[კათოლიციზმი|კათოლიკური]] და [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტული]] [[მისიონერობა|მისიონერები]]. მიწის საძებნელად მოდიოდნენ აგრეთვე ახალი დამსახლებლებიც, სადაც შესაძლებელი იყო [[ბამბა (ბოჭკო)|ბამბის]] [[პლანტაცია|პლანტაციების]] გაშენება. როდესაც ფასებმა ბამბაზე საკმაოდ დაიკლო, ისინი გადავიდნენ [[ყავა|ყავის]], [[კაკაო]]ს, [[ბანანი]]ს და [[ქოქოსის პალმა|ქოქოსის პალმის]] მოშენებაზე. თავიდან ახალი ჰებრიდის კუნძულებზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ ბრიტანელი ქვეშევრდომები, რომლებიც მოდიოდნენ კუნძულებზე ავსტრალიიდან, მაგრამ 1882 წელს «ახალი ჰებრიდების კალედონური კომპანიის» დაარსების შემდეგ მომრავლება დაიწყო საფრანგეთის ქვეშევრდომებმა. ასწლეულის დასასრულს ფრანგულმა მოსახლეობამ ორჯერ გაუსწრო ბრიტანულს.
 
[[საფრანგეთი]]ც და [[დიდი ბრიტანეთი]]ც დაინტერესებულები იყვნენ ამ რეგიონით, ამიტომ იბადებოდა კითხვა, თუ ვის უნდა მიკუთვნებოდა კუნძულები. 1885 წელს საფრანგეთს უნდოდა დაუფლებოდა ახალი ჰებრიდის კუნძულებს ბრიტანეთისთვის ზოგიერთი დათმობების სანაცვლოდ. მაგრამ ბრიტანეთის იმპერიამ უარი თქვა ამ წინადადებებზე ყველა ავსტრალიური კოლონიების პროტესტის გამო [[ახალი სამხრეთი უელსი]]ს გარდა. 1887 წელს ხელი მოეწერა [[კონვენცია]]ს, რომლის თანახმადაც ახალი ჰებრიდის კუნძულებზე დაარსდა ინგლისურ-ფრანგული სამხედრო-საზღვაო კომისია. მასში რიგრიგობით თავჯდომარეობდნენ ახალჰებრიდული სადგურის ბრიტანული და ფრანგული სამხედრო გემების მეთაურები. შემდგომში ეს კომისია იღებდა პასუხისმგებლობას ახალი ჰებრიდის კუნძულებზე ბრიტანული და ფრანგული მოსახლეობის სიცოცხლისა და საკუთრების დაცვაზე. მიუხედავად ამისა კომისიას არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო მიწის უფლებაზე დავაში.
 
1889 წლის 9 აგვისტოს დასახლება [[პორტ-ვილა]] გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა ფრანსვილი<ref name="ფრანსვილი">{{სტატია
|ავტორი =
|სათაური = The "Commune" of Franceville
|ორიგინალი =
|წყარო = http://paperspast.natlib.govt.nz/cgi-bin/paperspast?a=d&d=NOT18890905.2.18&cl=&srpos=0&st=0&e=-------en--1----0-all
|გამოცემა = North Otago Times
|ტიპი =
|ადგილი = Sydney
|წელი = 1895
|ტომი = XXXIII
|ნომერი = 6835
|ფურცლები = 3
}}</ref>. ის გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც შემოღებული იქნა საყოველთაო [[საარჩევნო უფლება]] სქესისა და რასის მიუხედავად, თუმცა სამთავრობო თანამდებობების დაკავება შეეძლოთ მხოლოდ «თეთრი რასის» წარმომადგენლებს<ref name="Wee">{{სტატია
|ავტორი =
|სათაური = Wee, Small Republics: A Few Examples of Popular Government, Nov 1, 1895
|ორიგინალი =
|წყარო =
|გამოცემა = Hawaiian Gazette
|ტიპი =
|ადგილი = Hawaiian Islands
|წელი = 1895
|ტომი =
|ნომერი =
|ფურცლები = 1
}}</ref>. ამ «კომუნამ» იარსება სულ რამდენიმე ხანი: 1890 წლის ივნისში მან პრაქტიკულად შეწყვიტა თავისი არსებობა<ref name="ფრანსვილი2">{{სტატია
|ავტორი =
|სათაური = Australian News: June, 27
|ორიგინალი =
|წყარო = http://paperspast.natlib.govt.nz/cgi-bin/paperspast?a=d&srpos=9&cl=search&d=WCT18900628.2.12.1&e=-------en--1----0FRANCEVILLE-all
|გამოცემა = West Coast Times
|ტიპი =
|ადგილი = Sydney
|წელი = 1895
|ტომი =
|ნომერი = 7736
|ფურცლები = 2
}}</ref>.
 
1906 წელს შედგა შეთანხმება, რის თანახმადაც ახალი ჰებრიდის კუნძულები გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთობლივ სამფლობელოდ ([[კონდომინიუმი]]). შემდგომში შეიქმნა მართვის უნიკალური ფორმა დაყოფილი კოლონიალური სახელმწიფო ორგანოებით და მხოლოდ ერთიანი სასამართლოთი. ახალი ჰებრიდის კუნძულების ძირძველ მოსახლეობას [[მელანეზიელები|მელანეზიელებს]], უარი ეთქვათ მიცემოდათ ორივე კოლონიალური ქვეყნის [[მოქალაქეობა]].
 
სახელმწიფოებრივი წყობის ფორმის შეცვლა დაიწყო 1940-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კონდომინიუმში დაიწყო პირველი ეროვნული ორგანიზაციების გამოჩენა. კუნძულებზე პირველი პოლიტიკური პარტია გამოჩნდა მხოლოდ 1970-იანი წლების დასაწყისში და დაერქვა ''[[ახალი ჰებრიდების ნაციონალური პარტია]]'', რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა მამა უოლტერ ლინი (შემდგომში ვანუატუს პრემიერ-მინისტრი). 1974 წელს პარტიას გადაერქვა სახელი და ეწოდა ''«ვანუა’აკუ პატი»''. მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება გახდა ახალი ჰებრიდის კუნძულების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. მან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1980 წლის 30 ივლისს, ხოლო ქვეყანამ სახელად მიიღო — ვანუატუს რესპუბლიკა.
 
== დემოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვანუატუ“-დან