ლაიფციგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის mk:Лајпциг; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 27:
|მმართველი =
|დაარსების თარიღი =
|პირველი ხსენება = 1015
|წინა სახელები =
|სტატუსი-დან = 1165
|ფართობი = 297.,60
|სიმაღლის ტიპი=სიმაღლე
|დასახლების ცენტრის სიმაღლე=
|მოსახლეობა =514, 492
|აღწერის წელი = 2008
|სიმჭიდროვე =1,729
ხაზი 47:
|add1=L
}}
'''ლაიფციგი''' (გერმ. Leipzig) — [[ქალაქი]] [[გერმანია]]ში, [[საქსონია|საქსონიის]] უდიდესი ქალაქი, სამრეწველო,სავაჭრო და კულტურული ცენტრი, სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი, [[აეროპორტი]]. ცნობილია თავისი [[ლაიფციგის უნივერსიტეტი|უნივერსიტეტითა]] და ბაზრით. ქალაქია [[1165]] წლიდან. გაშენებულია ვაისე-ელსტერის ნაპირზე, მდინარე პლაისეს შესართავთან.
 
==ისტორია==
ლაიფციგი პირველად იხსენიება 1015 წელს. 1165 წელს მიიღო ქალაქის უფლებები. XIII-XIV საუკუნეებში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად და საქსონიის ერთ-ერთ მთავარ ქალაქად გადაიქცა. უკვე XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მოიპოვეს დიდი მნიშვნელობა ლაიფციგის ბაზრობებმა. 1409 წელს დაარსდა [[ლაიფციგის უნივერსიტეტი]]. XV საუკუნის დამლევიდან ვითარდება წიგნის ბეჭდვა. ლაიფციგის მიდამოებში გაიმართა ბრძოლები ბრაიტენფელდთან (1631, 1642), ლიუტცენთან (1632) და [[ლაიფციგის ბრძოლა]] (1813).
 
==ეკონომიკა==
ლაიფციგში განვითარებულია მანქანათსაშენი, პოლიგრაფიული და ბეწვეულის მრეწველობა. ლაიფციგი არის საგამომცემლო საქმის ცენტრი. დიდი ტრადიცია აქვს გამომცემლობებს „ბროკჰაუზს“, „ბიბლიოგრაფიშეს ინსტიტუტს“, „ფერლაგ ენციკლოპედს“ და სხვა. ლაიფციგი საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრია.
 
==განათლება და კულტურა==
ლაიფციგში არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტები და სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის ლაიფციგის უნივესიტეტი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემია, ბიბლიოტეკები, მუზეუმები, ოპერის თეატრი, დრამატული თეატრი. 1955 წლიდან ლაიფციგში ყოველწლიურად ტარდება დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალები.
 
==ღირსშესანიშნაობები==
ლაიფციგის არქიტექტურული ძეგლებია: რომანულ-გოტიკური ნიკოლაიკირხე (XIII-XVI სს, ინტერიერი გადაკეთებულია 1784-97), გოტიკური თომასკირხე (XIII-XV სს), რენესანსული ძველი რატუშა (დაწყებულია 1556. არქიტექტორი პ. ლოტერი), ბაროკოს სტილის ძველი ბირჟა (1678, არქიტექტორი პ. რიხტერი), XVI-XVIII საუკუნეების საცხოვფებელი სახლები.
 
XIX საუკუნეში აშენდა ეკლექტიკური შენობები: საიმპერიო სასამართლო და სახვითი ხელოვნების მუზეუმი (1888-95 არქიტექტორი ლ. ჰოფმანი); XX საუკუნეში სამრეწველო შენობები, ვაგზალი, დიდი დარბაზი ბაზრობისთვის (1927-30, არქიტექტორი პ. რიხტერი), ოპერის თეატრი (1956-60), და სხვ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[გერმანიის დიდი ქალაქების სია]]
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|111}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.leipzig.de ლაიფციგის ოფიციალური საიტი]{{de}}
* [http://ru.saxony.leipzig.globe-weather.com/ ლაიფციგის ამინდი] {{ru icon}}
 
 
{{ესკიზი-გერმანია}}
 
[[კატეგორია:გერმანიის ქალაქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაიფციგი“-დან