კურორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი| მინი| '''კურორტი''' ({{lang-de|Kurort, სი...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Roman baths.jpg|მინი|]]
[[ფაილი:Miamimetroarea.jpg|მინი|]]
'''კურორტი''' ({{lang-de|Kurort, სიტყვასიტყვით — სამკურნალო ადგილი}}) — ადგილი, რომელსაც აქვს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოსაყენებლად. კურორტის ტერიტორიაზე სამკურნალო დაწესებულებების ძირითადი ტიპია სანატორიუმი: არის სხვა დაწესებულებებიც — პანსიონატი, დასასვენებელი სახლი, წყალსამკურნალო, საკურორტო პოლიკლინიკა, სამედიცინო პლაჟი და სხვა. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები — მინერალური წყალი, ჰაერი, სამკურნალო ტალახი და სხვა უძველესი დროიდანაა ცნობილი. [[ჰიპოკრატე]] მათ ფართოდ იყენებდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.
 
[[XX საუკუნემდესაუკუნე]]მდე შემორჩა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] ძველი რომაელების მიერ აშენებული თერმები და სხვა ბალნეოლოგიური ნაგებობანი.
 
შუა საუკუნებში ევროპის ზოგიერთმა კურორტმა დღემდე შიენარჩუნა მნიშვნელობა, რომელთა შორისაა [[აახენი]], [[ვისბადენი]], [[ბადენ-ბადენი]], [[კარლოვი-ვარი]], [[ბეილე-ერკულანე]] და სხვა. კურორტის პროფილს განსაზღვრავს წამყვანი ბუნებრივი ფაქტორი.
 
განარჩევენ კურორტის 3 ძირითად ჯგუფს: კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს. კლიმატური კლიმატი თავის მხრივ შეიძლება იყოს მთის, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველის, ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი მინერალური წყლის გამოყენების მიხედვით — სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კურორტი“-დან