რუმინეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

fixing dead links
(fixing dead links)
[[კაროლ II]]-ს მიერ ნაწარმოები არასწორი დიპლომატიის გამო რუმინეთმა დაკარგა ბევრი ტერიტორია. ამის გამო არმიამ ის ტახტიდან გადააყენა და ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი [[იონ ანტონესკუ]]. ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში იყო სამხედრო მმართველობა ([[ეროვნულ-ლეგიონერული სახელმწიფო]]). იონ ანტონესკუ იძულებული იყო ხელისუფლება [[რკინის გვარდია]]სთან გაეზიარებინა. 1941 წლის იანვარში რკინის გვარდიამ წარუმატებლად სცადა მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილება. [[1941 წლის აჯანყება რუმინეთში|აჯანყების]] ჩახშობის შემდეგ იონი გახდა რუმინეთის ერთპიროვნული მმართველი. 1941 წელს რუმინეთი გერმანიის [[ვერმახტი]]ს მმართველობით ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში და ბესარაბიისა და ბუკოვინას დაბრუნების იმედით საბჭოთა კავშირს გამოუცხადა ომი. ომის პერიოდში რუმინეთი [[მესამე რაიხი]]სთვის ნავთობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.<ref>{{cite web|url=http://www.2worldwar2.com/mistakes.htm#ploesti|title=The Biggest Mistakes In World War 2:Ploesti - the most important target|accessdate=08-12-2007}}</ref> [[ოპერაცია ბარბაროსა]]ს განხორციელების მერე რუმინეთმა მიიღო უფლება [[ტრანსისტრიის გუბერნია|ტრანსისტრიის]] სახელით ემართა ტერიტორია [[დნესტრი|დნესტრსა]] და [[სამხრეთი ბუგი|სამხრეთ ბუგს]] შორის.
 
ანტონესკუს რეჟიმი [[ნაციონალ-სოციალიზმი|ნაცისტების]] პოლიტიკას ატარებდა.<ref>{{cite book|editor=Ronald D. Bachman|title=Romania:World War II|accessdate=08-12-2007|edition=2|publisher=Library of Congress.Federal Research Division|location=Washington D.C.|oclc=DR205.R613 1990|url=http://lcweb2.loc.gov/frd/cs/rotoc.html|date=09-11-2005}}</ref> ის ახორციელებდა [[ებრაელები]]ს და [[ბოშები]]ს დევნას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რუმინეთის იმ რეგიონებში (ტრანსისტრია, მოლდოვა), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ.<ref>{{cite web|quote=“no country, besides Germany, was involved in massacres of Jews on such a scale.”|author=Raul Hilberg|publisher=International Commission on the Holocaust in Romania|title=Executive Summary: Historical Findings and Recommendations|coauthors=Yad Vashem|year=2004|url=http://yad-vashem.org.il/about_yad/what_new/data_whats_new/pdf/english/EXECUTIVE_SUMMARY.pdf|accessdate=01-11-2007|format=PDF|archiveurl=http://www.webcitation.org/1268468450034688|archivedate=2010-03-13}}</ref> საერთაშორისო კომისიის ([[ვისელის კომისია]], რომელიც რუმინეთის მთავრობამ 2004 წელს გაასაჯაროვა) დასკვნის თანახმად, ანტონესკუს დიქტატურის დროს სხვა და სხვა ფორმით მოხდა დაახლოებით 280,000 - 380,000 ებრაელის და ბოშას მკვლელობა (შირითადად ბესარაბიიდან, ბუკოვინადან და ტრანსისტრიიდან).<ref>Ilie Fugaru, [http://washingtontimes.com/upi-breaking/20041111-023944-6848r.htm Romania clears doubts about Holocaust past], [[United Press International|UPI]], 11 November 2004</ref><ref name="Commission">
{{cite web | author = International Commission on the Holocaust in Romania | title = Executive Summary: Historical Findings and Recommendations | work = Final Report of the International Commission on the Holocaust in Romania | publisher = Yad Vashem (The Holocaust Martyrs' and Heroes' Remembrance Authority) | date = 11 November 2004 | url = http://yad-vashem.org.il/about_yad/what_new/data_whats_new/pdf/english/EXECUTIVE_SUMMARY.pdf | format = PDF | doi = | accessdate = 25-07-2006|archiveurl=http://www.webcitation.org/1268468450034688|archivedate=13 March 2010}}</ref>
 
1944 წლის 20 აგვისტოს რუმინეთისს საზღვარი გადაკვეთა საბჭოთა არმიამ. 23 აგვისტოს ანტონესკუ დაატყვევა რუმინეთის მეფე [[მიჰაი I]]-მა, რომელიც [[მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში|მოკავშირეების]] მხარეს იყო და გერმანიისთვის ომი ქონდა გამოცხადებული. 31 აგვისტოს საბჭოთა ჯარი შევიდა [[ბუქარესტი|ბუქარესტში]]. მიუხედავად რუმინეთის მოკავშირეების მხარეზე გადასვლისა, 1947 წლის [[პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებები (1947)|პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე]] ნაცისტების დამარცხებაში რუმინეთის წვლილი არ აღიარეს.<ref>{{cite web|url=http://www.rferl.org/featuresarticle/2005/5/38D4D252-BE7E-4943-A6A9-4E3C1B32A05F.html|title=World War II – 60 Years After: Former Romanian Monarch Remembers Decision To Switch Sides|author=Eugen Tomiuc|date=May 6, 2005|accessdate=2007-12-08}}</ref>