ჰერმან აბენდროთი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინიატიურა|მარჯვნივ '''ჰერმან აბენდ...
(განსხვავება არ არის)

14:03, 8 სექტემბერი 2014-ის ვერსია

ჰერმან აბენდროთი — გერმანელი დირიჟორი (დ. 1883 წლის 19 იანვარი ფრანკფურტი - გ. 1956 წლის 29 მაისი იენა). 1903 წლიდან ხელმძღვანელობდა მიუნხენის „საორკესტრო საზოგადოებას”, 1905-1910 წლებში - ლიუბეკის ოპერისა და კონცერტების კაპელმეისტერი, ესენისა და კიოლნის სიმფონიური ორკესტრების დირიჟორი; 1922-1923 წლებში ბერლინის სახელმწიფო ოპერის სიმფონიური კონცერტების, ხოლო 1934-1945 წლებში ლაიფციგისა და ჰევანდჰაუზის ორკესტრის დირიჟორი. ომის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდა აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილი გდრ). 1945-1949 წლებში იყო ვაიმარის უმაღლესი მუსიკალური სკოლის მთავარი დირიჟორი და გენერალური მუსიკალური დირექტორი. 1949 წლიდან ლაიფციგის, ხოლო 1953 წლიდან ბერლინის რადიოს სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. მართავდა გასტროლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იყო ბრუკნერის, ბრამსისა და ბეთჰოვენის მუსიკის დიდებული ინტერპრეტატორი.

ფაილი:Stamps of Germany (DDR) 1957, MiNr 0605.jpg

ლიტერატურა

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, თბ, 2007 წ. გვ. 121