ღაზის სექტორი: განსხვავება გადახედვებს შორის

fixing dead links
(fixing dead links)
1994 წელს, ისრაელმა [[პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია|პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას]] ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. მანამდე, ღაზე ჯერ [[ისრაელი]]ს (1967–94), უფრო ადრე [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] (1948–67), კიდევ უფრო ადრე კი [[დიდი ბრიტანეთი]]სა (1918–48) და [[თურქეთი]]ს (როდესაც ღაზა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ნაწილი იყო) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. 2007 წლიდან, ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველობას ახორციელებს [[ჰამასი]] — პალესტინელთა დაჯგუფება, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ ის წარმოადგენს [[პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია|პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასა]] და პალესტინელ ხალხს. ღაზა [[პალესტინა|პალესტინის]] იმ ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განისაზღვრა [[ოსლოს ხელშეკრულება|ოსლოს ხელშეკრულებითა]] და [[გაეროს უშიშროების საბჭო]]ს რეზოლუცია 1860-ით.<ref name="eccpalestine.org">[http://www.eccpalestine.org/eu-heads-of-missions-report-on-gaza/ EU Heads of Missions’ report on Gaza 2013<!-- Bot generated title -->]</ref>
 
ღაზის [[მოსახლეობა|მოსახლეობის]] ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2,91%-ს შეადგენს (2014 წ.), რაც მსოფლიოში მე-13 ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ეს პატარა ტერიტორია ხალხითაა გადაჭედილი.<ref>The Palestinians: In Search of a Just Peace - Page 52, Cheryl Rubenberg - 2003</ref><ref name="Gaza Strip"/> მსგავსი ზრდის საპასუხოდ, შეზღუდულია ახალი სახლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების აშენების შესაძლებლობა. ტერიტორიის სიგრძე 41 კილომეტრია, სიგანე 6-12 კმ, მთლიანი ფართობი კი 365 კმ².<ref name=Arnon>Arie Arnon, [http://web.archive.org/web/20130630142150/http://www.econ.bgu.ac.il/facultym/arnona/Israeli_Policy_towards_the_Occupied_Palestinian_Territories_The_Economic_Dimension_1967-2007.pdf ''Israeli Policy towards the Occupied Palestinian Territories: The Economic Dimension, 1967-2007'']. MIDDLE EAST JOURNAL, Volume 61, No. 4, AUTUMN 2007 (p. 575)</ref> 2014 წლის მონაცემებით, ღაზაში ცხოვრობს 1,82 მილიონი [[პალესტინელები|პალესტინელი]].<ref name="Gaza Strip">[https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/gz.html Gaza Strip] Entry at the CIA World Factbook</ref> პალესტინელი დევნილი მოსახლეობის ასეთი დიდი ოდენობის გამო, ღაზის სექტორი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე [[მოსახლეობის სიმჭიდროვე|მჭიდროდ დასახლებული]] ტერიტორიაა.<ref>[http://news.bbc.co.uk/1/hi/world/middle_east/5122404.stm BBC News - Profile: Gaza Strip<!-- Bot generated title -->]</ref> მოსახლეობის უდიდესი ნაწილი [[სუნიტობა|სუნიტი]] [[ისლამი|მუსლიმია]].
 
ღაზის სექტორის ამჟამინდელი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი საზღვრები [[ისრაელ-არაბების ომი (1848)|1848 წლის ომის]] საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ შეთანხმდა, რაც 1949 წლის [[24 თებერვალი|24 თებერვალს]] დადასტურდა ისრაელ-ეგვიპტის დროებითი ზავით.<ref>[http://unispal.un.org/UNISPAL.NSF/0/9EC4A332E2F9A128525643D007702E6 Egypt Israel Armistice Agreement] UN Doc S/1264/Corr.1 23 February 1949</ref> შეთანხმების V თავში ნათქვამია, რომ სადემარკაციო ხაზი არ იქნებოდა საერთაშორისო [[საზღვარი (სახელმწიფო)|საზღვარი]]. თავდაპირველად, ღაზის სექტორის ოფიციალური მართვა აიღო [[სრულიად პალესტინის ხელისუფლება]]მ, რომელიც 1948 წლის სექტემბერში [[არაბული ლიგა|არაბულმა ლიგამ]] დააარსა. ღაზის სექტორის სრულიად პალესტინის ხელისუფლება ეგვიპტის სამხედრო მმართველობის მიერ იმართებოდა და წარმოადგენდა მარიონეტულ სახელმწიფოს, სანამ ის 1959 წელს ოფიციალურად შეუერთდებოდა [[გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა|გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკას]]. სრულიად პალესტინის ხელისუფლების დაშლიდან 1967 წლამდე, ღაზის სექტორი პირდაპირ იმერთებოდა ეგვიპტის სამხედრო მმართველის მიერ. 1967 წელს, [[ექვსდღიანი ომი|ექვსდღიან ომში]], ღაზის სექტორი [[ეგვიპტე]]ს [[ისრაელი|ისრაელმა]] წაართვა. 1993 წელს ხელმოწერილი [[ოსლოს ხელშეკრულება|ოსლოს ხელშეკრულების]] თანახმად, პალესტინელებით დასახლებული ცენტრების მმართველი ორგანო [[პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია]] გახდა, თუმცა ისრაელი მაინც ინარჩუნებდა კონტროლს საჰაერო სივრცეზე, ტერიტორიულ წყლებსა და [[საზღვარი (სახელმწიფო)|საზღვრის]] გადაკვეთაზე, გარდა სექტორის ეგვიპტესთან საზღვრის მონაკვეთისა. 2005 წელს, საკუთარი ცალმხრივი გათავისუფლების გეგმის თანახმად, ისრაელმა ღაზის სექტორი სრულიად დატოვა. 2006 წლის პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებისა და 2007 წელს [[ჰამასი]]ს მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ამავე წლის ივლისში, ჰამასი მოქმედებს როგორც ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც ასევე ჩამოაყალიბა ღაზის საკუთარი, ალტერნატიული მმართველობა.