მარცვლეული კულტურები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Wheat close-up.JPG|მინი|250პქ|ხორბალი]]
'''მარცვლეული კულტურები''' — მცენარეების[[მცენარე]]ების ჯგუფი, რომლებსაც ადამიანის[[ადამიანი]]ს სამეურნეო საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. იძლევა ადამიანის კვების ძირითად პროდუქტს — მარცვალს, ნედლეულს მრეწველობის მრავალი დარგისათვის და საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის. ძირითადი მარცვლეული კულტურებია: [[ხორბალი]], [[ქერი]], [[შვრია]], [[ჭვავი]], [[ფეტვი]], [[სიმინდი]], [[სორგო]] და სხვა; ფსევდომარცვლეული კულტურებია: [[წიწიბურა]], [[შირბახტი]] და სხვა.
 
პურეული მარცვლეული კულტურების დიდი ნაწილი, როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი, ბრინჯი, შვრია, ქერი, სიმინდი, სორგო, ფეტვი, ღომი, ურიში, დაგუსა და სხვა მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს; ფსევდომარცვლეული კულტურა — წიწიბურა ეკუთვნის მატიტელასებრთა ოჯახს. პურეული მარცვლეული კულტურების მარცვალი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყალს (მშრალ ნივთიერებაზე 60-80% ), ცილებს (მშრალ ნივთიერებაზე 7-20%), ფერმენტებს, В ვიტამინის კომპლექსებს (B1, B2, B6), PP და პროვიტამინ А-ს, რითაც განისაზღვრება მაღალი ყუათიანობა და ღირებულება ადამიანისათვის და საკვებად გამოყენებისათვის. მარცვლეული კულტურების კულტივირება დაიწყო 12 000 წლის წინ.