შამანკის კლდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q483388
fixing dead links
ხაზი 1:
[[ფაილი:Olchon1.jpg|მინი|270პქ|შამანკის კლდე]]
'''შამანკის კლდე'''<ref>[http://maps.vlasenko.net/?lon=107.341389&lat=53.203889 N-48-107]</ref> ({{lang-ru|Скала Шаманка;}} '''ბურხანის კონცხი''', '''შამანის კონცხი''', '''მღვიმის კონცხი''') — კონცხი [[ბაიკალის ტბა]]ში, [[ოლხონი|ოლხონის კუნძულზე]].<ref>[http://www.magicbaikal.ru/objects/burkhan/index.htm შამანკის კლდე. აღწერა]</ref> მთავრდება ორმწვერვალიანი კლდით. მოქცეულია [[ბაიკალისპირეთის ეროვნული პარკი]]ს ტერიტორიაზე. სიახლოვეს მდებარეობს დაბა [[ხუჟირი]] (1,2 ათ. მცხოვრები).<ref>[http://web.archive.org/web/20120125043741/http://irkutskstat.gks.ru/vpn2010/DocLib/preliminary-totals-1.zip Предварительные итоги Всероссийской переписи населения 2010 года]</ref> ამჟამად კონცხს გააჩნია ბუნებრივი და ისტორიული ძეგლის სტატუსი. აგებულია [[კვარცი]]თ გამსჭვალული კრისტალური კირქვებით, ხოლო მომიჯნავე სანაპირო — [[გრანიტი|გრანიტებით]], რომელიც შენაცვლებულია [[რქატყუარა]] [[გნაისი|გნაისით]]. კონცხის ყელი დაფარულია ნაყარით. საკუთრივ კონცხზე აღმოჩენილია მრავალი აქეოლოგიური ძეგლი.<ref name="shk" /> არის ამავე სახელწოდების მღვიმე, რომელიც წარმოიქმნა [[გამოფიტვა|გამოფიტვისა]] და [[კირქვა|კირქვული]] [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] გადარეცხვის შედეგად. მღვიმის სავალი ნაწილის სიგრძე 12 მ, სიგანე 3-4,5 მ აღწევს. სიმაღლე 1-6,5 მ-ია.<ref name="shk" /> გვხვდება გვერდითი კორიდორები და ვიწრო სასულეები.<ref name="shk" /> შამანის მღვიმე პირველად გამოიკვლია და აღწერა ცნობილმა გეოგრაფმა [[იან ჩერსკი]]მ 1879 წელს.<ref name="shk" /> მღვიმეში აღმოჩენილია [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] მონეტები, სხვადასხვა საგნები. ერთ-ერთ ნაპრალში აღმოჩენილია მცირე ზომის ფიქალის ფირფიტა, სადაც ამოტვიფრულია ქალი-შამანის გამოსახულება.<ref name="shk">[http://baikalnature.ru/info/landmarks/383 შამანის მღვიმე. აღწერა]</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შამანკის_კლდე“-დან