არაბთა გაერთიანებული საამიროები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ეს მომხმარებელი br-ებს საიდან იღებს, ვერ გავიგე
ხაზი 122:
|}
== ბუნება ==
არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორია გადაჭიმულია [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურის]] სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ 600 კმ-ზე. ნაპირები უმთავრესად დაბალია შიგ შეჭრილი წყალმარჩხი ყურეებით. სანაპიროს გასწვრივ ბევრი [[კუნძული|კუნძულია]], დიდ მანძილზე გასდევს [[მარჯნის რიფი|მარჯნის რიფები]]. ჭარბობს ქვიშიანი და მლაშობიანი უდაბნო ვაკეები, დასავლეთით - ქვიანი უდაბნოები. აღმოსავლეთით ომანის მთების ტოტებია. მუდმივი მდინარეები არაა.<br />
 
== სახელმწიფო ==
'''===ფედერაციული ინსტიტუტები'''===
 
უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ-ზაბის შეიხეის ალ-ნაჰიანებს გადაეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაის და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ემირატების ყველა საამიროში მოქმედებს აგრეთვე ისლამური სამართალი.
 
'''===7 საამირო და მათი მმართველები'''===
 
* [[აბუ დაბის საამირო]] — [[შეიხი]] [[ალ-ნაჰიანი, ხალიფა ბინ ზაიედ|ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი]] 2004 წლიდან
ხაზი 156:
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5%. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს.
ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი.
 
იმპორტი: მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქცია და სატრანსპორტო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები.
 
სავაჭრო პარტნიორები: ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, სინგაპური, ა.შ.შ. იაპონია, ინდოეთი, იტალია, ირანი (მასზე მოდის დუბაის ბიზნესის 20-30%) და სამხრეთ კორეა.