ალფონსო V (არაგონი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
|ხელმოწერა =
}}
'''ალფონსო V''' ({{lang-es|Alfonso V}}; დ. [[13941396]] — გ. [[27 ივლისი]], [[1458]]) — [[არაგონი]]ს და [[სიცილია|სიცილიის]] მეფე [[1416]]—[[1458]] წლებში. [[ფერდინანდ I (არაგონი)|ფერდინანდ I]]-ისა და [[ელეონორა დ’ალბუკერკე]]ს ვაჟი. [[1415]] წელს იქორწინა [[მარია კასტილიელი|მარიაზე]], [[კასტილია|კასტილიის]] მეფის [[ენრიკე III]]-ის ასულზე.
 
[[1420]] წელს ალფონსო [[გენუა|გენუელებს]] ებრძოდა [[კორსიკა|კორსიკისთვის]]. მაშინ მას გამოუჩნდა შესაძლებლობა, დროთა განმავლობაში [[ნეაპოლი]]ს გვირგვინიც მოეღო. ნეაპოლის უშვილო დედოფალმა [[ჟან II (ნეაპოლი)|ჟან II]]-ემ ალფონსოს დახმარება სთხოვა [[ანჟუ]]ს ჰერცოგ ლუის წინააღმდეგ ბრძოლაში, სანაცვლოდ კი შვილებას და გარდაცვალების შემდეგ ნეაპოლის გვირგვინს დაპირდა. ალფონსო დათანხმდა და ოქტომბერში ნეაპოლში ჩავიდა. მალე მეფემ საჰერცოგო [[კოლაბრია]] მიიღო და გამოცხადდა დედოფლის მემკვიდრედ. მაგრამ მოგვიანებით ჟანისა და მისი გერის ურთიერთობები დაიძაბა და [[1423]] წელს, როდესაც ალფონსომ სცადა გადატრიალების მოწყობა და ჟანის დატყვევება, მათ შორის ღია ომი დაიწყო. არაგონელები [[იტალია|იტალიიდან]] განდევნეს და ნეაპოლის მემკვიდრედ ჯერ [[ლუი ანჟუელი]] გამოცხადდა, შემდეგ კი მისი ძმა რემე.