პლანეტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 489:
 
====მასა====
 
პლანეტის განსმაზღვრელი ფიზიკური მახასიათებელი ისაა, რომ ის საკმარისად მასიური უნდა იყოს, საკუთარი გრავიტაციით იბატონოს ელექტრომაგნიტურ ძალებზე, რომელიც მის ფიზიკურ სტრუქტურას კრავს და ხელს უწყობს ჰიდროსტატიკური წონასწორობის მდგომარეობას. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ყველა პლანეტა [[სფერო (მათემატიკა)|სფერული]] ან [[სფეროიდი|სფეროიდულია]]. გარკვეულ [[მასა]]მდე ობიექტი უსწორ-მასწოროა, მაგრამ ამ ზღვარს იქეთ, რომლის ცვალებადობა ობიექტის ქიმიურ შედგენილობაზეა დამოკიდებული, [[გრავიტაცია]] იწყებს ობიექტის მიზიდვას მისივე მასის ცენტრისაკენ მანამდე, სანამ ობიექტი არ კოლაფსირდება სფეროდ.<ref>{{cite web |title=The Dwarf Planets |url=http://www.gps.caltech.edu/~mbrown/dwarfplanets/ |authorlink=Michael E. Brown |last=Brown |first=Michael E. |work=California Institute of Technology |year=2006 |accessdate=2008-02-01}}</ref>
 
მასა ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია, რომლის საშუალებითაც პლანეტა [[ვარსკვლავი]]სგან განირჩევა. პლანეტების მასის ზედა ზღვარი არის, უხეშად რომ ვთქვათ, 13 [[იუპიტერის მასა]], რომლის ზემოთაც ის აღწევს მდგომარეობას, რომელიც საჭიროა [[ვარსკვლავი#თერმობირთვული სინთეზის გზები|თერმობირთვული სინთეზის]] დასაწყებად. [[მზე|მზის]] გარდა ამ მასის ან მეტის მქონე ობიექტი არ არსებობს, თუმცა, არსებობს ამ ზომის ეგზოპლანეტები. 13 იუპიტერის მასის ზღვარი უნივერსალურად არ არის შეთანხმებული და „ეგზოპლანეტების ენციკლოპედია“ მოიცავს 20 იუპიტერის მასის მქონე ობიექტებს,<ref>[http://www.scientificamerican.com/article.cfm?id=exoplanet-catalogue How One Astronomer Became the Unofficial Exoplanet Record-Keeper], www.scientificamerican.com</ref> ხოლო „ეგზოპლანეტის მონაცემთა მკვლევარი“ - 24 იუპიტერის მასამდე ობიექტებს.<ref>{{cite arXiv |eprint=1012.5676 |author1=Jason T Wright |author2=Onsi Fakhouri |author3=Marcy |author4=Eunkyu Han |author5=Ying Feng |author6=John Asher Johnson |author7=Howard |author8=Fischer |author9=Valenti |title=The Exoplanet Orbit Database |class=astro-ph.SR |year=2010|last10=Anderson |first10=Jay |last11=Piskunov |first11=Nikolai }}</ref>
 
ყველაზე პატარა პლანეტა (აღმოჩენილთა შორის) არის [[PSR B1257+12A]], რომელიც ერთ-ერთი პირველი აღმოჩენილი ეგზოპლანეტაა. ის 1992 წელს [[ნეიტრონული ვარსკვლავი|პულსარის]] გარშემო აღმოაჩინეს. მისი მასა [[მერკური (პლანეტა)|მერკურის]] მასის თითქმის ნახევარია.<ref name="Encyclopaedia" /> ყველაზე პატარა პლანეტა, რომელიც [[ვარსკვლავი#მთავარი მიმდევრობა|მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის]] ([[მზე|მზის]] გარდა) ბრუნავს, არის [[კეპლერ-37ბ]], რომლის [[მასა]] და [[რადიუსი]] [[მთვარე|მთვარისას]] ოდნავ აღემატება.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლანეტა“-დან