საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
| ყოფილი სახელი =
}}
'''საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია''' — საქართველოს უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, დაფუძნებულ იქნა 1941 წლის თებერვალში. პირდაპირი წანამძღვრები, რომელთაც მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში, სადაც გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში მრავალი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდა.<ref name="სმეა">[http://science.org.ge/new/index.php/ge/page/view/19 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია]</ref>
 
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კოორდინაციას უწევს მეცნიერულ კვლევებს საქართველოში და ამყარებს კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნების აკადემიებთან და მეცნიერულ ცენტრებთან, აგრეთვე კურირებას უწევს [[საქართველო|საქართველოს]] 40-ზე მეტ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრს. ამჟამად აკადემიაში 52 ნამდვილი წევრი ([[აკადემიკოსი]]) და 76 [[წევრ-კორესპონდენტი]]ა.
ხაზი 49:
 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი [[ნიკოლოზ მუსხელიშვილი]]. იგი 30 წლის მანძილზე (1941-1972) ხელმძღვანელობდა აკადემიას. 1972-1977 წლებში აკადემიის პრეზიდენტი იყო [[ილია ვეკუა]], 1978-1986 წლებში — აკადემიკოსი [[ევგენი ხარაძე]], 1986-2004 წლებში — აკადემიკოსი [[ალბერტ თავხელიძე]]. 2005 წლიდან აკადემიას სათავეში ედგა აკადემიკოსი [[თამაზ გამყრელიძე]]; 2013 წლის 19 ივნისიდან აკადემიის პრეზიდენტია ბიოლოგი, აკადემიკოსი [[გიორგი კვესიტაძე]].
 
2011 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აღნიშნა «აკადემიის» დაარსებიდან 70 წელი და მისი პირველი პრეზიდენტის აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის დაბადების 120-ე წლისთავი.<ref name="სმეა" />
 
==რესურსები ინტერნეტში==