პარიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
sources changed
update
ხაზი 46:
'''პარიზი''' ({{lang-fr|Paris}} {{IPA|[paˈʁi]}} ''პაღი'') — [[საფრანგეთი]]ს დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი [[პარიზის რეგიონი|ილ-დე-ფრანსის]] რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი [[ევროპა|ევროპის]] წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი [[ნეოკლასიციზმი|ნეოკლასიკური]] არქიტექტურითა და მისი გავლენით [[მოდა]]სა და [[ხელოვნება]]ზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
 
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში [[სენა (მდინარე)|მდ. სენის]] ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (3032 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის [[ეიფელის კოშკი]].
 
პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2011 წლის მონაცემებით 2.274.880<ref>[http://www.insee.fr/fr/ppp/bases-de-donnees/recensement/populations-legales/departement.asp?dep=75 - INSEE]</ref> ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 10.516.110 (2011)<ref>[http://insee.fr/fr/themes/tableau_local.asp?ref_id=POP&millesime=2011&typgeo=UU2010&search=00851 - INSEE]</ref> მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 12.292.895 მილიონი (2011) <ref>[http://insee.fr/fr/themes/tableau_local.asp?ref_id=POP&millesime=2011&typgeo=AU2010&typesearch=territoire&codgeo=AU2010+-+Paris+%28001%29&territoire=OK - INSEE]</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარიზი“-დან