სინანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ჯილდოები =
}}
'''კოჩა მაიმარ სინან აღა''' ([[ოსმალური ენა|ოსმალური]]:'''اجه معمار سنان آغا'''; [[თურქული ენა|თურქული]]: '''Mimar Sinan''') (დ. [[15 აპრილი]], [[1489]] — გ. [[17 ივლისი]], [[1588]])<ref>Saoud (2007), p. 2</ref><ref>Wilkins (1993), p. 826</ref><ref name = "Britannica">[http://www.britannica.com/EBchecked/topic/545603/Sinan Encyclopædia Britannica online : Mimar Sinan]</ref> — [[ოსმანთა იმპერია|ოსმანთა]] მთავარი არქიტექტორი, (თურქულად: Mimar), ასევე სულთნების: [[სულეიმან I]]-ის, [[სელიმ II]]-ის და [[მურად III]]-ის სამოქალაქო ინჟინერი. მან უხელმძღვანელა 300400-ზე მეტი მნიშვნელოვანი კონსტრუქციის მშენებლობას, რომლებიც თავისი ხუროთმოძღვრებით, ესთეტიკითა და სინატიფით შეუდარებელია. მოგვიანებით მისი მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას [[სტამბოლი|სტამბოლში]] [[სულთან აჰმედის მეჩეთი]]ს და [[მოგოლების იმპერია]]ში [[თაჯ-მაჰალი]]ს მშენებლობაში.
 
მას "ოსმანთა მიქელანჯელოს", "თავისი ეპოქის ევკლიდესა" და "ქვის პოეტს" უწოდებდნენ. ფაქტიურად „საპატიო ხუროთმოძღვარი“ კოჩა მაიმარ სინან აღა, მიქელანჯელოს თანამედროვე, ოსმანური არქიტექტურის თვალსაჩინო წარმომადგენელია.
 
ერთ დროს ყოფილმა ხურომ და სამხედრო ინჟინერმა პირველმა შექმნა საოცრად ჰაეროვანი მეჩეთები მრავალწახნაგიანი და ნატიფი თაღებით, რომლებიც ფართო, სინათლით უხვ შიდა სივრცეს ქმნიან.
 
ახალი იყო ასევე ის, რომ სინანმა თავისი ქმნილებები ქალაქის ლანდშაფტსა და არქიტექტურას შეუსაბამა. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ [[სტამბოლი|სტამბოლში]] მდებარე [[სულეიმანიეს მეჩეთი]]ს კომპლექსი [[ოქროს რქა|ოქროს რქის]] შემაღლებულ ბორცვზე ანდაც [[სოკულუ მეჰმედ ფაშას მეჩეთი]] ბოსფორის სანაპიროზე.
 
თუმცა დიდი სინანის ცხოვრების ადრეული წლები მისი შემოქმედების ბოლო წლებივით ბრწყინვალე არ ყოფილა. იგი [[კაისერი (ქალაქი)|კაისერისთან]] მდებარე [[ცენტრალური ანატოლიის რეგიონი|ცენტრალური ანატოლიის]] სოფელ აღრინასში, ქრისტიანი მშობლების ოჯახში დაიბადა. 1513 წელს იგი ე.წ. [[დევრიშიმე]]ს ([[სისხლის ბეგარა]]) პოლიტიკის შედეგად [[სტამბოლი|სტამბოლში]] მოხვდა, სადაც მან [[ისლამი]] მიიღო და სამხედრო განათლებას დაეუფლა.
 
როგორც ინჟინერმა მან სულთან [[სელიმ I]]-ისა და [[სულეიმან I]]–ის ურიცხვ ლაშქრობებში მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც ისინი [[სპარსეთი|სპარსეთში]], [[ეგვიპტე]]ში, [[როდოსი|როდოსზე]] და [[ბალკანეთი|ბალკანეთში]] აწყობდნენ. იმ დროისათვის იგი სიმაგრეებს, ხიდებს და წყლის გაყვანილობებს, საალყო საგუშაგოებსა და კატაპულტებს აგებდა. 1521 წელს სინანი იანიჩართა ელიტურ დანაყოფში შევიდა, ხოლო 1535 წელს სულთანის პირადი დაცვის მეთაურადაც კი დაინიშნა.
 
თუმცა სინანის ნამდვილი ნიჭი მას შემდეგ გამოვლინდა, როდესაც იგი სულთანმა [[სულეიმან I]]–მა 1538 წელს სასახლის სამშენებლო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. სტამბოლში მისი პირველი დიდი დავალება [[შეჰზადეს მეჩეთი]]ს, უფლისწულის მეჩეთის (1543–48) აგება იყო. მოგვიანებით სინანი მას „შეგირდის ნამუშევარს“ უწოდებს.
სინანის საოსტატო ნამუშევარიც, [[ოქროს რქის ნაპირი|ოქროს რქის]] კიდეში დატერასებული [[სულეიმანიეს მეჩეთი]]ს კომპლექსი (1550–57წწ.), რომელიც მან მის გვერდით ააშენა, სინამდვილეში [[აია–სოფიას ტაძარი|აია–სოფიას]] შემდეგ ნამდვილად შედევრია.
 
მოგვიანებით სინანმა თავისი ქმნილებები [[ედირნე]]ში სუნთქვისშემკვრელი გუმბათიანი [[სელიმიე]]ს (1550–57წწ.) აგებით დააგვირგვინა, რომელიც საოცარი შუქთა გამითა და ზღაპრული შემკულობით გამოირჩევა, მათ შორის ჩინებული [[იზნიქის ფილები]]თ.
 
[[სტამბოლი|სტამბოლში]] სინანის სხვა დიდებული ნამუშევრებია: [[მიჰრიმაჰის მეჩეთი]] (1543–48წწ.) [[უსკუდარი|უსკუდარში]], [[აია–სოფიას ტაძარი|აია–სოფიასთან]] მდებარე მარმარილოთი მოპირკეთებული წყვილად ნაგები [[ჰიურემ სულთანის აბანო]] (1556/57წწ.) და [[ეგვიპტური ბაზარი|ეგვიპტურ ბაზართან]] მდებარე [[რუსტემ ფაშას მეჩეთი]] (1561–63წწ.) თავისი მომაჯადოებელი ფილებით.
 
თავისი მბრძანებლის [[სულეიმან I|სულთან სულეიმანის]] მავზოლეუმის (1566/67წწ.) აგებისას [[სულეიმანიე]]ს ტერიტორიაზე სინანის შთაგონების წყარო იერუსალიმის კლდოვანი ტაძარი გახდა. შესამჩნევ ადგილას მდებარეობს შედარებით მომცრო და სადა აკლდამა, რომელიც სინანმა თავისთვის ააგო. მეტი ბრწყინვალება საჭირო არც იყო, რადგანაც 1588 წელს გარდაცვლილი „სულთანთა ხუროთმოძღვრის“ ყველაზე ძვირფასი შემკულობა მისივე „ქვის პოეზიაა“, მისი წარუშლელად მშვენიერი ნაგებობები.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინანი“-დან