თოფქაფის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB
ხაზი 4:
'''თოფქაფის სასახლე''' ({{lang-tr|Topkapı Sarayı}} „სათოფე სასახლე“ ახლომდებარე კარიბჭის სახელით), მდებარეობს [[სტამბოლი|სტამბოლში]] ([[კონსტანტინეპოლი]]), და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ადმინისტრაციული ცენტრი იყო [[1465]]–[[1853]] წლებში. თოფქაფის სასახლის მშენებლობა სულთანი [[მეჰმედ II (სულთანი)|მეჰმედ II]]-ის ბრძანებით დაიწყეს [[1459]] წელს, რაც [[1465]] წელს დასრულდა. სასახლე სარაგლიოს კონცხზე მდებარეობს [[ოქროს რქა (სტამბოლი)|ოქროს რქასა]] და [[მარმარისის ზღვა]]ს შორის, წარმტაცი ხედით [[ბოსფორის სრუტე|ბოსფორზე]]. ის უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი დიდი მოედნისგან შედგება.
 
პირველი მოედანი (Alay Meydanı) მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს ბაბ-ი-ჰიუმაიუნ (Bab-ı Hümayun - იმპერიული კარიბჭე) ჰქვია. თოფქაფის სასახლის გარდა პირველ მოედანზე ასევე საიმპერიო [[ზარაფხანა]] მდებარეობს ([[1727]]), ჰაგია ეირენეს ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმი (მე-19 საუკუნე), ურიცხვ შადრევანთან, პავილიონთან და პარკთან (მათ შორის [[გულჰანის ბაღჩა]], ყოფილი საიმპერატორო ვარდების ბაღი) ერთად.
 
სალამის დიდ კარიბჭეს (Babüsselam) მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ (Divan Meydanı) მივყავართ. ეს მოედანი პარკია შემორტყმული სასახლის ჰოსპიტალით, საცხობით, მცველთა საგომით, საჯინიბოთი, საიმპერატორი ჰარამხანითა და სავეზიროთი ჩრდილოეთით, ხოლო სამზარეულოებით კი სამხრეთით.
ხაზი 14:
თოფქაფის სასახლეში ასევე არის მართლმსაჯულების კოშკი, წმინდა მანტიის პავილიონი, რომელშიც [[წინასწარმეტყველი მუჰამედი]]ს წმინდა ნივთებია და პირველი კალიფსი, სატახტო ოთახი (Arz Odası) ჰარამხანაში, რომელსაც სულთანი იყენებდა უცხო სტუმრებისა და ელჩების მისაღებად, ასევე მურად IV-ის აშენებული ბაღდადის პავილიონი მეოთხე მოედანზე.
 
[[1853]] წელს სულთან აბდულმეჩითმა გადაწყვიტა თავისი რეზიდენცია ახლად აშენებულ და თანამედროვე დომაბაჰჩის სასახლეში გადაეტანა. ამჟამად თოფქაფი გადაკეთებულია იმპერიული ერის მუზეუმად და სტამბულისსტამბოლის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
 
მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში თავის დროს მსოფლიოს უძლიერესი მმართველები ცხოვრობდნენ სხვა სამეფო სასახლეებისგან ([[შონბრუნის სასახლე]] და ექსტრავაგანტული [[ვერსალი]]) განსხვავებით ის გამოირჩევა ჰუმანური პროპორციებით, სადა ინტერიერითა და მიზნობრივი განლაგებით.