ვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაცულია „ვარსკვლავი“: + რჩეული სტატია ([რედაქტირება=ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტომატურად დადასტ�
No edit summary
ხაზი 6:
'''ვარსკვლავი''' — [[პლაზმა|პლაზმის]] მასიური და კაშკაშა სფერო, რომელიც თავისივე [[გრავიტაცია|გრავიტაციითაა]] შეკავებული. [[დედამიწა|დედამიწასთან]] მდებარე უახლოესი ვარსკვლავი [[მზე|მზეა]], რომელიც [[პლანეტა|პლანეტის]] ძირითადი [[ენერგია|ენერგიის]] წყაროა. დედამიწიდან ღამით ზოგიერთი სხვა ვარსკვლავიც ჩანს; ისინი პატარა წერტილებად ჩნდება ცაზე, რადგან დედამიწიდან ძალიან შორ მანძილზე მდებარეობს. ისტორიულად, ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები დაჯგუფებული იყო [[თანავარსკვლავედები|თანავარსკვლავედებად]] და [[ასტერიზმი|ასტერიზმებად]], კაშკაშა ვარსკვლავებმა კი თავიანთი შესაფერისი სახელები მიიღო. ვარსკვლავთა ვრცელი კატალოგი ასტრონომებმა შექმნეს, რომელიც სტანდარტიზირებულ ვარსკვლავურ აღნიშვნებს უზრუნველყოფს.
 
ვარსკვლავი [[წყალბადი|წყალბადისა]] და [[ჰელიუმი|ჰელიუმის]] [[თერმობირთვული სინთეზი|თერმობირთვული სინთეზის]] (რომელიც მის ბირთვში მიმდინარეობს) წყალობით ანათებს და გამოყოფს ენერგიას, რომელიც ვარსკვლავის შიდა ნაწილს გაივლის და შემდეგ გარე კოსმოსში გამოსხივდება. როგორც კი წყალბადი ბირთვში გამოილევა, ბუნებრივად არსებული, ჰელიუმზე მძიმე თითქმის ყველა ელემენტებიელემენტი წარმოიქმნება ვარსკვლავური თერმობირთვული სინთეზის დროს, ხოლო ზოგიერთ ვარსკვლავში კი [[ზეახალი ვარსკვლავი|ზეახლად]] ანთებისას დაწყებული თერმობირთვული სინთეზით. სიცოცხლის დასასრულს ვარსკვლავი შეიცავს გადაგვარებულ მატერიას. ასტრონომებს ვარსკვლავის მოძრაობაზე, სიკაშკაშესა და სპექტრზე დაკვირვებით შეუძლიათ განსაზღვრონ [[მასა]], ასაკი, ქიმიური შედგენილობა და მისი სხვა მრავალი თვისება. ვარსკვლავის მთლიანი მასა მისი ევოლუციისა და საბოლოო ბედის მთავარი განმსაზღვრელია. სხვა მახასიათებლები, როგორებიცაა [[ტემპერატურა]] და [[დიამეტრი]], მისი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება, ხოლო ვარსკვლავის გარემო კი მის ბრუნვასა და მოძრაობაზე დიდად მოქმედებს. ვარსკვლავების ტემპერატურისა და სიკაშკაშის ერთმანეთზე დამოკიდებულებით დალაგდა ვარსკვლავები, რომელსაც „[[ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა]]“ ეწოდება, მოკლედ კი ჰ-რ დიაგრამით მოიხსენიებენ. ეს კი საშუალებას იძლევა, მნათობის ასაკი და ევოლუციური მდგომარეობა განისაზღვროს.
 
ვარსკვლავის სიცოცხლე იწყება წყალბადით, ჰელიუმითა და მცირე რაოდენობით მძიმე ელემენტებით გაჯერებული გაზური ნისლეულის გრავიტაციული კოლაფსით (ჩაშლით). როცა ვარსკვლავის ბირთვი საკმარისად მკვრივია, წყალბადი ჰელიუმად თერმობირთვული სინთეზით გადაიქცევა და ამ პროცესისას უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა.<ref name="sunshine">{{cite web
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარსკვლავი“-დან