თარხნიშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
 
ამის შემდეგ იორამის შთამომავლებს თარხნიშვილები და თარხან-მოურავები ეწოდათ . ისტორიულ საბუთებში ისინი ზოგჯერ მოურავიშვილებადაც იხსენიებიან. თარხნიშვილებს სათავადო მოიცავდა კასპს და მის მიდამოებს თბილისამდე. სათავადოს ცენტრი ქალაქი ახალქალაქია (დღევანდელი კასპის რაიონი). სათარხნო ქართლის უდიდესი სათავადოების რიცხვში შედიოდა. თავადი თარხან-მოურავების მფლობელობაში იყო დაახლოებით 100 დასახლებული პუნქტი, დღემდე შემორჩა 11 საგვარეულო ტაძარი. ცნობები შემორჩა ათამდე საგვარეულოს შესახებ რომლებიც იყვნენ თარხნიშვილების ვასალები.
XVIII საუკუნეში, ქართლში სარდლები იყვნენ გივი ამილახვარი,თარხანი ლუარსაბი და ზაზა თარხნიშვილი. ერეკლე II - ს დროს ქართული არტილერიის შემქმნელი და თოფჩიბაშია გიორგი თარხანი. ამავე დროს სამეფო სადროშოს მეთაურია ლუარსაბ თარხანი. მორიგე ჯარების 8 მინბაშიდან 3 თარხან-მოურავი იყო.
თარხან-მოურავთა საგვარეულო მონასტერი იყო ქვათახევი - უდიდესი სამონასტრო კომპლექსი.
ანონიმური მომხმარებელი