მამია V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
 
==ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან==
მამია V გურიელის სახელს უკავშირდება გურიის სამთავროს მიღება [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მფარველობაში. [[1804]] წელს რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ. რუსეთ-იმერეთის ხელშეკრულებით, გურია იმერეთის ნაწილად იქნა მიჩნეული. ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. მან დაიწყო მცდელობა, მარტოს გაეფორმებინა ხელშეკრულება რუსეთთან. ამისათვის გურიელი დიდ დახმარებას უწევდა რუსეთის სარდლებს [[ფოთი]]ს აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის [[სოლომონ II]]-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1809 წლის 2 ნოემბერს მამია V გურიელი ზურგიდან თავს დაესხა [[გრიგოლეთი|გრიგოლეთსა]] და [[მალთაყვა]]ს შორის დაბანაკებულ ოსმალთა ჯარს და სრულად გაანადგურა. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ებრძოდა სოლომონს. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც. მამია გურიელმა და მისმა დედდამ, მარინე წერეთელმა, დიდად შეუწყვეს რუსებს ხელი ფოთის აღებაში. ამიტომ მათ აღარ შეხვედრიათ წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.
 
მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა ითვალისწინებდა :1. გურიის შესვლას რუსეთის მფარველობაში; 2. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეეხებოდა [[ტყვის სყიდვა|ტყვეებით ვაჭრობას]], მკვლელობასა და ქურდობას უნდა დაქვემდებარებოდა იმერეთის მმართველის მიერ დანიშნულ სამხედრო სასმართლოს; 3. რუსეთს უნდა დაეცვა გურია გარეშე მტრისაგან, რისთვისაც გურიაში უნდა ჰყოლოდა ჯარი, რომლის შენახვაში გურიელი მიირებდა მონაწილეობას; 4. გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_V_გურიელი“-დან