სარეველა მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 57 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q101879
No edit summary
ხაზი 1:
'''სარეველა მცენარეები''' — [[მცენარეები]], რომელთა არსებობა სავარგულებზე არასასურველია. სარეველა მცენარეების რამდენიმე ატასიათასი სახეობა არსებობს და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. [[საქართველო]]ში დაახლოებით 1000 სახეობაა. სარეველა მცენარეები კარგად ეგუებიან ადგილობრი პირობებს, სწრაფად ვითარდებიან და ვრცელდებიან, დიდ ზიანს აყენებენ [[სოფლის მეურნეობა]]ს — თრგუნავენ, ერევიან [[კულტურული მცენარეები|კულტურულ მცენარეებს]], ნიადაგიდან დიდი რაოდენობით იღებენ ტენსა და საკვებ ნივთიერებას, ხელს უწყობენ მავნებლობისა და დაავადებების გავრცელებას, ზოგიერთი მათგანი ფესვიდან გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.
 
ხვიარა სარეველა ([[ხვართქლა]], [[ყანის ჭლექი]] და სხვა) ნათესის ჩაწოლას იწვევს, რაც ართულებს მანქანით მოსავლის აღებას; ზოგი (მაგ. [[ბუსუსნაყოფა]], [[ჰელიოტროპი]]) თესლი ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველისათვის მომშხამველია, სათიბ-საძოვრებზე შხამიანი სარეველა მცენარეებით იწამლება პირუტყვი და სხვა. არსებობს სარეველა მცენარეების 3 ბიოლოგიური ტიპი: თესლიანი მოკლეხნოვანი, ვეგეტაციური მოკლეხნოვანი და მრავალწლოვანი.