გომბორის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ ინფოდაფა ქედი
No edit summary
ხაზი 25:
| რუკის წარწერა =
}}
'''გომბორის ქედი''', ''ცივ-გომბორის ქედი'' — კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; [[შახვეტილას მთასთანმთა]]სთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტს — [[კახეთის ქედი|კახეთის ქედს]]. მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 107 კმ. უმაღლესი მწვერვალი [[ცივი (მწვერვალი)|ცივი]] (1991 მ). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერემისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე — [[გომბორი (მდინარე)|გომბორის]], ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ხელოვნური გამოქვაბულები. ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე — ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი.
 
==ლიტერატურა==
{{commonscat|Gombori}}
{{ქსე|3|213|მარუაშვილი ლ.}}
 
 
 
[[კატეგორია:კახეთის მხარის ქედები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გომბორის_ქედი“-დან