ვიკიპედია:კენჭისყრა/ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:

==წინააღმდეგი==
* {{არა}} [[User:Deu|'''Deu.''']] 09:08, 29 აგვისტო 2014 (UTC)

== შენიშვნები ==
სამწუხაროდ, პროექტის შემუშავებისას არ მომეცა საშუალება, აზრი გამომეთქვა, ობიექტურ მიზეზთა გამო. მომხრე რომ ვიყო, პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა წინააღმდეგი ვარ და ამიტომ საჭიროდ ვთვლი, დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება, დავასაბუთო ჩემი წინააღმდეგობა. ამავე დროს, ეს შენიშვნა ფორუმის განხილვაში არ ჩავწერე, ვინაიდან იქ განხილვა მიდიოდა პროექტის შერჩევაზე; რაკი პროექტი უკვე შეირჩა და კენჭი ეყრება, იქ დაწერას აზრი არა აქვს (შენიშვნას გამოვთქვამ კენჭისყრისა და კენჭსაყრელი პროექტის შესახებ და არა პროექტის შერჩევის შესახებ). რაკი [[მომხმარებელი:David1010|დათომ]] წამოიწყო განხილვა, დავით, გთხოვ, არ ამოშალო ეს ქვეთავი და, თუ ვინმე გამოჩნდება წინააღმდეგი, მანაც აქ ჩაწეროს თავისი წინააღმდეგობის მიზეზი. აქ შენიშვნების მიზანი რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს კამათი, მხოლოდ ჩემი უარის დასაბუთება (ე. ი. არავინ მიპასუხოს, დიალოგის ფორმატი არ გვინდა. მხოლოდ დავასაბუთებ ჩემს აზრს). და თუ მაინც, დავით, მიგაჩნია, რომ სხვაგან უნდა ეწეროს ჩემი უარის დასაბუთება, გადაიტანე, გეთაყვა, ოღონდაც, გთხოვ, არა [https://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#.E1.83.90.E1.83.93.E1.83.9B.E1.83.98.E1.83.9C.E1.83.98.E1.83.A1.E1.83.A2.E1.83.A0.E1.83.90.E1.83.A2.E1.83.9D.E1.83.A0.E1.83.98.E1.83.A1_.E1.83.90.E1.83.A0.E1.83.A9.E1.83.94.E1.83.95.E1.83.90_.E1.83.93.E1.83.90_.E1.83.A1.E1.83.A2.E1.83.90.E1.83.A2.E1.83.A3.E1.83.A1.E1.83.98.E1.83.A1_.E1.83.9B.E1.83.9D.E1.83.AE.E1.83.A1.E1.83.9C.E1.83.90 აქ,] რადგან არ მინდა ჩემი დასაბუთება კონტექსტიდან იყოს ამოვარდნილი {{(:)}}

უპირველესად, არა მგონია სამართლიანი იყოს ასეთი (მნიშვნელოვანი) კენჭისყრის ჩატარება ზაფხულის ისეთ პერიოდში, როცა მომხმარებელთა დიდი ნაწილი გასულია ქალაქიდან და არა აქვს წვდომა ინტერნეტთან. პროექტის შემუშავებაში რეალურად მხოლოდ 7 მომხმარებელი მონაწილეობდა, რომელთაგან ადმინი მხოლოდ სამია. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ამ კენჭისყრის გადაწყვეტილება უშუალოდ სწორედ ადმინისტრატორების ნაწილის უფლებების შევიწროებაში უნდა აისახოს და ასეთ დროს, კორექტული იქნებოდა, პირად განხილვის გვერდზე მინიმუმ ადმინისტრატორებისათვის მაინც მომხდარიყო შეტყობინება განხილვის და კენჭისყრის შესახებ; ყველაზე კარგი კი იქნებოდა, პროექტის შემუშავება ცოტა დიდხანს გაგრძელებულიყო (მხოლოდ ერთი დღე არაა საკმარისი ამისათვის! პროექტი გამოქვეყნდა 23-ში, კენჭისყრა — 24-ში), ხოლო კენჭისყრა მაშინ, როცა ქალაქიდან გასულთა რაოდენობა ნაკლებია.

რაც შეეხება თავად პროექტს. '''არჩევის წესზე''' ვიტყვი, თუმცა ეს ისედაც იგულისხმება, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, თუ ტექსტი ასე ჩამოყალიბდებოდა: ....''კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს, მათ შორის თავად კანდიდატსაც. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა.''

'''ჩამორთმევის წესთან''' უფრო მეტი შენიშვნები მექნებოდა: 500 ზოგადი რედაქტირება გასაგებია, მაგრამ 3 თვის განმავლობაში 50 ადმინისტრაციულ რედაქტირებას რაც შეეხება, მარტივი გათვლა რომ გავაკეთოთ, ეს ნიშნავს თვეში დაახლოებით 17 ადმინისტრაციულ რედაქტირებას. თითოეულმა ადმინისტრატორმა (დავუშვათ 10 ადმინისტრატორის პირობებში) რომ აკეთოს ეს, ერთ თვეში 170 ადმინისტრაციული რედაქტირბა უნდა გააკეთოს. დაფიქრდით, ერთ თვეში ჯამში რამდენ მომხმარებელს ვბლოკავთ, რამდენ გვერდს ვიცავთ და რამდენ გვერდს ვშლით. ამათი ჯამი ერთ თვეში 170-ს, მგონი არ აღემატება. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ადმინისტრატორი, სულ რომ თავი მოიკლას, ყოველთვის დარჩება 50 რედაქტირების გარეშე სამ თვეში.

შემდეგი საკითხი: შეტყობინება არის ცივილიზებული ფორმა. შეტყობინების მიზანია, გამოაცოცხლოს ადმინისტრატორი და მისი გამოცოცხლებით ვიკიპედიამ ნახოს სარგებელი. თუკი ადმინისტრატორმა სწორედ რომ ერთ თვეში თავი დააკლა ვიკიპედიას, თუნდაც ადმინობის შენარჩუნების მოტივით, რა მნიშვნელობა აქვს ამ მოტივს? მთავარია, რომ მისმა შრომამ ვიკიპედიას სარგებელი მოუტანა. გარდა ამისა, შეტყობინებით ჩვენც ღირსეულად ვიქცევით და მასაც ვაძლევთ საშუალებას, ღირსეულად დატოვოს ადმინის პოსტი ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე (კენჭისყრით ჩამორთმევა არასასიამოვნოა ნებისმისმიერი ადმინისათვის, თუკი ვხვდები, რომ მაინც მომიწევს, აღარც სხვებს შევაწუხებ, აღარც ჩემ თავს ჩავაგდებ არასასიამოვნო ვითარებაში და პირდაპირ ვიტყვი უარს). ეს მიზანი აქვს გაფრთხილებას და თუ ეს გაუქმდება, ძალიან ცუდი იქნება.

რაც შეეხეება კენჭისყრას, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ზოგჯერ არსებობს ობიექტური მიზეზი პასიურობისა და ამ ობიექტური მიზეზის გასვლის შემდეგ აშკარაა, რომ დაბრუნდება ადმინი. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, უცხოეთში ხანგრძლივი მოგზაურობა, მივლინება, ღმერთმა დაიფაროს და ახლობლის დაღუპვა, ავადმყოფობა და ა. შ. თუკი ასეთი მიზეზით ვერ ახერხებს აქტიურობას, მაგრამ ასეთი მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ისევ გააგრძელებს აქტიურობას, რატომ უნდა ჩამოვართვათ სტატუსი? ასეთ დროსაა სწორედ საჭირო კენჭისყრა, სადაც, მიუხედავად პასიურობისა, ობიექტურ მიზეზთა გამო ადმინს არ გადავაყენებთ. ასეთ დროს გადაყენებას აზრი უბრალოდ ეკარგება, რომ დაბრუნდება, ისევ უნდა დავნიშნოთ ადმინად...

უკუძალას რაც შეეხება, წესით ეგეც არასწორია: მე მაქვს კანონიერი მოლოდინი, რომ ჩემი აქტიურობა ახლა საკმარისია, მაგრამ ორ დღეში აღარაა საკმარისი : )). წესით, უკუძალა არ უნდა ჰქონდეს, რაკი აუარესებს მდგომარეობას, მაგრამ ჯანდაბას, იმდენი რამე არ მომწონს, ამაზე აღარ ვიტყვი არაფერს : )).

და ბოლოს, რაკი მეც ბოლო დროს ობიექტურ მიზეზთა გამო ვპასიურობ, სავარაუდოდ მეც შემეხება ახალი წესი. ამიტომ, ჩემი აზრი მიკერძოებულად და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლად რომ არ ჩაითვალოს, [https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია%3Aფორუმი%2Fწინადადებები&diff=2736965&oldid=2735891 ა ბატონო!] {{(:)}}.

მადლობა, [[User:Deu|'''Deu.''']] 09:08, 29 აგვისტო 2014 (UTC)