პეტრე ბაგრატიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎1812: -ფაილი:Prince Bagration.jpg (this A.S.Talyzin, no Bagration; recently re-attributed)
ხაზი 140:
 
ასეთ ვითარებაში [[24 ივნისი|24 ივნისს]] ნაპოლეონმა 600-ათასიანი არმიით ომის გამოუცხადებლად დაგალახა მდინარე [[ნემანი]]. მის წინააღმდეგ იდგა 200 ათასზე ცოტა მეტი ჯარისკაცი, როგორც ვთქვით სამ დამოუკიდებელ არმიად დაყოფილი. პირველს – დასავლეთის არმიას მეთაურობდა [[მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი]]. მის განკარგულებაში იყო 110 ათასი ჯარისკაცი. მეორე იყო 50-ათასიანი პოდოლსკის არმია, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. მესამე იყო 40-ათასიანი სარეზერვო არმია. მას [[გენერალი]] [[ალექსანდრე ტორმასოვი]] მეთაურობდა. ფრანგების არმიის სიმრავლის გამო ორივე არმიამ, ფულის გეგმის მიხედვით უკან დაიხია დრისის ბანაკისკენ ისე, რომ გენერალური ბრძოლა ფაქტობრივად არ გაუმართავს. ბაგრატიონის უკან იხევდა და მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ ფრანგები [[ლუი ნიკოლა დავუ|დავუსა]] და [[ჟერომ ბონაპარტი]]ს მეთაურობით. დავუს წინააღმდეგ მან საბრძოლველად გაუშვა რაევსკის 10-ათასიან კორპუსი, [[17 ივლისი|17 ივლისს]] თვითონ კი [[დნეპრი]] გადალახა<ref>ირ. ანთელავა–ქართველები 1812 წლის სამამულო ომში, თბილისი, 1984, გვ.20</ref>. მან თავი დააღწია ფრანგების ძალებს, თან მათ დიდი ზარალი მიაყენა. [[22 ივლისი|22 ივლისს]] ორი არმია [[სმოლენსკი|სმოლენსკში]] შეერთდა. ამ მოქმედების შესახებ ბაგრატიონის ადიუტანტი [[გოლიცინი]] წერდა:
 
[[ფაილი:Prince Bagration.jpg|thumb|left|190px|პეტრე ბაგრატიონი 1812 წელს, [[ტროპინინი]]ს ნამუშევერი]]
{{ციტატა|სწრაფი და მაღალი ხელოვნებით შესრულებული მარში, რომელსაც ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ რუსეთის არმიების შეერთებას სმოლენსკთან, აყენებს ბაგრატიონს 1812 წელს რუსეთის მხსნელთა რიგებში<ref>ნ. ნაკაშიძე, ბოროდინოს გმირი, თბილისი, გვ.92</ref>}}
ბაგრატიონს უფრო მაღალი ჩინი ჰქონდა, მაგრამ ის თავისი ნებით დაემორჩილა ბარკლაი-დე-ტოლის, როგორც რუსეთის სამხედრო მინისტრს. ასე, რომ მთავარსარდლობა ბარკლაი-დე-ტოლის ერგო.