ჯოვანი ბოკაჩო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
ბოკაჩოს პირველი პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანი „ფილოკოლო“, რომელიც დაიწყო ნეაპოლში და დაასრულა ფლორენციაში. რომანში არწერილია ფლორიოს და ბიანჩიფორეს სასიყვარულო თავგადასავალი. სიუჟეტი აღებულია ფრანგული პოემიდან. რომანი სავსეა ალეგორიული და ფანტასმაგორიული სახეებით. მასში გადმოცემულია რამდენიმე ავტობიოგრაფიული და რეალისტური მომენტი.
 
პოემა „[[ფილოსტრატო]]“ ბოკაჩომ დაიწყო „ფილოკოლოზე“ გვიან, მაგრამ უფრო ადრე დაასრულა. ის დაწერილია ხალხური ოქტავით და მიძღვნილია ფიამეტასადმი. შინაარსად აღებულია [[ტროას ომი]]ს ერთი ეპიზოდი, რომელიც შემდეგ დაამუშავეს [[ჯეფროჯეფრი ჩოსერი|ჩოსერმა]] და [[უილიამ შექსპირი|შექსპირმა]] „ტროილი და კრესიდას“ სახელით. მასში ბევრია ავტობიოგრაფიული მომენტი. მთავარი გმირებიდან ტროილი განასახიერებს ბოკაჩოს, ხოლო გრიზეიდა — ფიამეტას.
 
„ამეტო“ (1341 წ., გამოქვეყნდა 1478 წ.) პროზანარევი ლექსით დაწერილი ალეგორიული [[პასტორალი]]ა. მასში აშკარად ჩანს [[ვერგილიუსი]]სა და [[ოვიდიუსი]]ს გავლენა. ამეტო მოხეტიალე მონადირეა, რომელიც დაუმეგობრდება [[ნიმფა|ნიმფებს]] და ერთი მათგანი შეუყვარდება. სიყვარული აკეთილშობილებს მას. [[კომპოზიცია|კომპოზიციის]] მხრივ „ამეტო“ ახლოს დგას „დეკამერონთან“. აქ ნიმფები სხედან და ამეტოს ხელმძღვანელობით მორიგეობით ჰყვებიან მოთხრობებს.
 
===დეკამერონი===
Line 29 ⟶ 31:
განსხვავებით პეტრარკასგან, რომლის გავლენასაც განიცდიდა, ბოკაჩომ დაძლია შუა საუკუნეების კულტურული ტრადიცია. მიუხედავად ამისა, 1360-იან წლებში ბოკაჩოშიც გაიღვიძა საშუალო საუკუნეების სინდისმა და ის მიეცა მონანიებას „დეკამერონისთვის“. 1362 წელს თავად ბოკაჩომ კინაღამ გაანადგურა თავისი შედევრი კარტეზიელი ბერის, ვინმე ჯოაკიმე ჩიანის მოთხოვნით, რომელმაც მოუთხრო იმ ტანჯვის შესახებ, რაც საიქიოში ელოდა თუ ურჯულო თხზულების დაწერას არ მოინანიებდა. ბოკაჩო მზად იყო, გაენადგურებინა საკუთარი თხზულებები, ხელი აეღო მწერლობაზე და გაეყიდა ბიბლიოთეკა. ამ ქმედების ჩადენა მას პეტრარკამ გადაათქმევინა. ამავე პერიოდში დაწერა მან [[პამფლეტი]] „ყორანი“, რომელიც მიმართულია [[ქალი]]ს წინააღმდეგ.
 
„დეკამერონის“ შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია მოთხრობა „[[ფიამეტა]]“ (1343, გამოქვეყნდა 1472), რომლითაც ბოკაჩომ საფუძველი ჩაუყარა [[ფსიქოლოგიური რომანი|ფსიქოლოგიურ რომანს]]. მასვე ეკუთვნის პოემა [[ტესეიდე]] (1339, გამოქვეყნდა 1475წ), პასტორალი ”ამეტო” (1341, გამოქვეყნდა 1478 წ) და [[პოემა]] [[სიყვარულის ხილვა]] (1342, გამოქვეყნდა 1521წ.).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოვანი_ბოკაჩო“-დან