ჯოვანი ბოკაჩო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
 
დეკამერონის მრავალი [[ნოველა]] ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის გვხვდება გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც. დეკამერონის ზოგიერთი ნოველა გადაამუშავეს [[ჯეფრი ჩოსერი|ჩოსერმა]], [[შექსპირი|შექსპირმა]], [[მარგარიტ ნავარელი|მარგარიტ ნავარელმა]], [[ჟან ლაფონტენი|ლაფონტენმა]], [[გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი|ლესინგმა]], [[მისე]]მ და სხვა.
 
განსხვავებით პეტრარკასგან, რომლის გავლენასაც განიცდიდა, ბოკაჩომ დაძლია შუა საუკუნეების კულტურული ტრადიცია. მიუხედავად ამისა, 1360-იან წლებში ბოკაჩოშიც გაიღვიძა საშუალო საუკუნეების სინდისმა და ის მიეცა მონანიებას „დეკამერონისთვის“. 1362 წელს თავად ბოკაჩომ კინაღამ გაანადგურა თავისი შედევრი კარტეზიელი ბერის, ვინმე ჯოაკიმე ჩიანის მოთხოვნით, რომელმაც მოუთხრო იმ ტანჯვის შესახებ, რაც საიქიოში ელოდა თუ ურჯულო თხზულების დაწერას არ მოინანიებდა. ბოკაჩო მზად იყო, გაენადგურებინა საკუთარი თხზულებები, ხელი აეღო მწერლობაზე და გაეყიდა ბიბლიოთეკა. ამ ქმედების ჩადენა მას პეტრარკამ გადაათქმევინა. ამავე პერიოდში დაწერა მან [[პამფლეტი]] „ყორანი“, რომელიც მიმართულია [[ქალი]]ს წინააღმდეგ.
 
„დეკამერონის“ შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია მოთხრობა „[[ფიამეტა]]“ (1343, გამოქვეყნდა 1472), რომლითაც ბოკაჩომ საფუძველი ჩაუყარა [[ფსიქოლოგიური რომანი|ფსიქოლოგიურ რომანს]]. მასვე ეკუთვნის პოემა [[ტესეიდე]] (1339, გამოქვეყნდა 1475წ), პასტორალი ”ამეტო” (1341, გამოქვეყნდა 1478 წ) და [[პოემა]] [[სიყვარულის ხილვა]] (1342, გამოქვეყნდა 1521წ.).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოვანი_ბოკაჩო“-დან