FTP: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
აქტიურ რეჟიმში კლიენტი ხსნის [[დინამიური პორტი|დინამიურ პორტს]], უგზავნის FTP სერვერს დინამიური პორტის ნომერს რომელსაც ის უსმენს მართვის ნაკადის მისაღებად, რის შემდეგაც ამ პორტზე ხდება TCP სესიის გამართვა და ბრძანებების გაგზავნა. მონაცემთა გაგზავნისთვის და მიღებისთვბის სერვერი ხსნის 20-ე პორტს და მისი საშუალებით აგზავნის ფაილებს.
 
აქტიური რეჟიმის დროს კლიენტი აგზავნის PORT ბრძანებას და IP მისამართის და პორტის მითითებით ფორმატში "h1„h1,h2,h3,h4,p1,p2"p2“. ყოველი ველი არის ჰოსტის IP მისამართის 8 ბიტიანი ნაწილების ათობითში გამოსახული მნიშვნელობა, რომელსაც მოჰყვება მონაცემთა Bagdad გადაცემისთვის არჩეული პორტი. მაგალითად, კლიენტი რომელსაც აქვს IP მისამართი 192.168.0.1, და ელოდება მონაცემებს 49154 პორტზე, გააგზავნის ბრძანებას "PORT 192,168,0,1,192,2". პორტის ველები უნდა იყოს ڔېڹڣۜۜۜۏۏکڗۓۢڢۉۡۏڗݝݛݘݕ۸ݠݣწარმოდგენილი როგორც p1×256 + p2 = პორტს, ანუ, ამ მაგალითში, 192×256 + 2 = 49154.
 
პასიურ რეჟიმში, FTP სერვერი ხსნის დინამიურ პორტს, უგზავნის FTP კლიენტს სერვერის IP მისამართს და პორტს რომელსაც ის უსმენს (16-ბიტიანი მნიშვნელობა დაყოფილია ორ ნაწილად, ისევე როგორც ზევით მოყვანილ მაგალითში) მართვის ნაკადის მისაღებად და ელოდება კავშირს კლიენტისგან. ამ შემთხვევაში FTP კლიენტი გაგზავნისას იყენებს დინამიურ პორტს.
ხაზი 15:
გაფართოებულ პასიურ რეჟიმში FTP სერვერი მუშაობს ზუსტად ისევე როგორც პასიურ რეჟიმში იმ განსხვავებით, რომ ის აგზავნის მხოლოდ პორტის ნომერს რომელიც არ არის დაყოფილი ზედა და ქვედა ბაიტებად და კლიენტი ნაგულისხმევად უკავშირდება იგივე IP მისამართს რომელსაც თავიდანვე შეეხმიანა. გაფართოებული პასიური რეჟიმი დაემატა [[RFC]] 2428 სტანდარტს 1998 წელს.
 
რადგან მონაცემების გადაცემა ცალკე არხით ხდება და ამ დროს მართვის ნაკადი დუმს - ხშირად ჩნდება ხოლმე პრობლემები [[ქსელური ფარი|ქსელურ ფარის გამო]], რადგან მისთვის ძნელია სტანდარტული მეთოდით სესიის გათვლა და ხშირია არხის დაბლოკვის შემთხვევები დიდი ზომის ფაილების გადაცემისას რაც იგივე არხით ახალი ფაიების გადაცემას უშლის ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დიდ ფაილების გადაცემა წარმატებით ხდება.
 
FTP ოქმს აქვს ფაილების მიღების შეწყვეტის შემდეგ გადაცემის განახლების საშუალება REST ბრძანების საშუალებით. კლიენტი აგზავნის REST ბრძანებასთან ერთად მიღებული ბაიტების რაოდენობას და აგრძელებს ფაილის მიღებას. აგრეთვე, ზოგიერთ ტექსტურ რეჟიმში მომუშავე კლიენტებს აქვთ შიდა ბრძანება "reget", რომელიც "get" ბრძანებით ჩამოტვირთვის შემთხვევაში კავშირის ხარვეზების და წყვეტების შემთხვევაში ავტომატურად აგრძელებს ფაილის მიღების მცდელობას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/FTP“-დან